ორ აქტიურ, ზოგჯერ ჰიპერაქტიურ არსებას, შეუძლია მინიმუმ ერთი საათი მაინც გაატაროს ლეგოს კონსტრუქტორებთან ერთად. აქამდე ეს ლაშას გატაცება იყო, ახლა თინათინიც ნორჩი ლეგოელი გოგო გახდა. რა ბედნიერებაა, ცოტა მოსვენების საშუალება მიჩნდება. მადლობა ლეგოს, მის შემქნელს! :)
Babies and Parents
Showing posts with label სათამაშოები Toys. Show all posts
Showing posts with label სათამაშოები Toys. Show all posts
22 June 2013
14 September 2010
სათამაშოები Toys
როგორ ვისწავლეთ სათამაშოების დალაგება
ჩვენი სახლი სავსეა ლაშას სათამაშოებით – სატვირთო, მსუბუქი, კარებმომტვრეული მანქანები, სამი ბორბლით, სახურავახდილი თვითმფრინავები, სხვადასხვა კონსტრუქტორის ფერად-ფერადი ნაწილები, თოფები, კაცუნები, ბურთები, ბურთები, ბურთები... კიდევ დინოზავრები, პაზლები და ისევ მანქანები. აქა–იქ რბილი სათამაშოებიც ყრია. ვცდილობ ბავშვს ვასწავლო საკუთარი ნივთების დალაგება: წიგნები თაროზე, სათამაშოები - ყუთში. რა არის ამაში რთული და გაუგებარი?! მაგრამ პატარა ონავარს ვერაფრით ვიმორჩილებ, რომ თავისი ხელით დაალაგოს სათამაშოები.
როგორც წესი, ხანგრძლივი ხვეწნა–მუდარის მერე თავად მიწევს ოთახის დალაგება.
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia
22 June 2009
ლეგო - სასარგებლო სათამაშოები
![]() |
სანამ "ლეგოს" სათამაშოს შევიძენდით, ჯერ კატალოგი ჩაგვივარდა ხელში. მე და ჩემი 2 წლის ვაჟი მგონი ერთნაირი ემოციებით ვათვალიერებდით ”ლეგოს” ჯადოსნურ სამყაროს. ჩემს პატარას განსაკუთრებით მანქანები ხიბლავს და ყოველი გვერდის გადაფურცვლისას, როცა სახანძრო მანქანას ან პოლიციის ჯიპს ხედავდა, ან ტრაქტორის თუ მატარებლის გამოსახულებას შენიშნავდა, აღფრთოვანებისგან სხვადასხვაგვარი შორისდებულები აღმოხდებოდა... მერე ცხოველების ფერმა და ზოოპარკი ამოიჩემა, დინოზავრებიც ჩამოვთვალეთ. კატალოგის თვალიერება ძალიან გვართობდა, განსაკუთრებით, ჭამის მეტად რთული რიტუალური პროცესის დროს.
05 June 2009
საყვარელი და ნაცნობი "კიკო" Chicco Toys
კიკოს სათამაშოებს მგონი წარდგენა არც სჭირდება. მშობლებმა ბევრი რამ ვიცით მათი ღირსებების შესახებ. ისიც ვიცით, რომ ახალშობილის პირველი შთაბეჭდილებები – სამყაროსთან მისი პირველი კონტაქტია. ბავშვი შეგრძნებებით აღმოაჩენს გარე სამყაროს. და სათამაშოები, როგორიცაა კიკოს მუსიკალური მობილები, აქტიური პანელები, სხვა ათასნაირი ხმოვანი სათამაშო და საკიდი, ასევე რბილი სათამაშოები და დასაგორებელი ხალიჩები – მნიშვნელოვანია ბავშვის ყურადღების სტიმულირებისთვის, რადგან უბიძგებს პატარას მოძრაობისა და მოქმედებისაკენ, ავითარებს მის სმენას, ტაქტილურ შეგრძნებებს, ფერებისა და მოძრავი ობიექტების აღქმას.
50 წლის მანძილზე კიკო მთელ თავის ყურადღებას და ძალისხმევას უთმობს ბავშვების თავისებურებებისა და მოთხოვნილებების შესწავლას. ამ მისიიდან იშვა “კიკოს ზრდის პროექტი” (Chicco Growth Project), რომელიც ემყარება შესწავლას, კვლევას და უშუალოდ დაკვირვებას.
Subscribe to:
Posts (Atom)


