ნინო დეიდას ქადები.
ნინო დედას უფროსი დაა. ყველაფერში მაგარია. სუპერ ბებოა, 6 შვილიშვილი ჰყავს. სულ სამზადისშია და საოცარ რამეებს აკეთებს, ყველაფერი გემრიელი გამოსდის. მის გამომცხვარ ხაჭაპურზე არაფერს ვწერ ამჯერად, ტორტების და ტკბილეუსლის ნამდვილი ოსტატია! ნინო დეიდას მურაბები კი საერთოდ ცალკე თემაა. ჩემი საყვარელი ფელამუშის მომზადებაც მისგან ვისწავლე.
ჩვენთვის საგანგებოდ თავისი ცნობილი რეცეპტით ქადები და "სიგარეტები" გამოგვიცხო, ბავშვობის გემოები გამახსენდა, თან რეცეპტიც ჩავიწერე, ბლოგისთვის ფოტოებიც გადავუღე და გაგიზიარებთ. ოღონდ ეს რეცეპტი დიდ პორციაზეა გათვლილი, როგორც წესი ნინო დეიდა, დედაჩემის არიყოს, ბარაქიანად ამზადებს, დიდ ოჯახს როგორც შეეფერება.
მაშ ასე, ნინოს ქადები:
ქადებისთვის საჭირო ინგრედიენტები;
ცომისთვის დაგვჭირდება:
5 ჭ ფქვილი
500 გრ მარგარინი ("ონა") ოთახის ტემპერატურის
1 ჭიქა ნახევარი მაწონი, ნახ. ჩაის კოვზი სოდა
ვანილი
გულსართისთვის:
2,5 ჭიქა ფქვილი
2,5 ჭიქა შაქარი
250 გრ დარბილებული კარაქი
ცომის მომზადების წესი: 5 ჭიქა ფქვილს დავყრით თასზე, დავახეხავთ 500 გრ მარგარინს, მოვზელთ;. დავასხამთ 1 ჭ ნახევარ მაწონს სოდით, ცოტა ვანილს ვამატებთ, მოვზელთ ცომს. შეიძლება ფქვილის დამატება დასჭირდეს. რბილი ცომი უნდა გამოვიდეს. სანამ გულსართს მოვამზადებთ, დავასვენებთ ცომს.
გულსართის მომზადების წესი: 2,5 ჭიქა ფქვილი და 2,5 ჭიქა შაქარი აურიოთ ერთმნეთში, დავუმატოთ 250 გრ დარბილებული კარაქი.
ცომს გავყოფთ 5 თანაბარ ნაწილად, გავაბრტყელებთ. გულსართსაც 5 ნაწილად გავყოფთ.
მოვამზადებთ ქადების ხვეულებს და ზემოდან წავუსვამთ კვერცხის გულს, შეგვიძლია გულსართიც მოვაყაროთ, შემდეგ დავჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად და დავალაგებთ გამოსაცხობ ტაფაზე.
180 გრადუსზე ცხვება, რომ მოიბრაწება ქადები, მზად არის.
Babies and Parents
Showing posts with label კულინარია Cookery. Show all posts
Showing posts with label კულინარია Cookery. Show all posts
25 July 2013
12 July 2013
ღუმელში შემწვარი კატლეტი ბოსტნეულით. დედაჩემის რეცეპტი
საჭირო ინგრედიენტები
ფარშისთვის:
- 1კგ და 500 გრ საქონლის ხორცი
- 3 თავი ხახვი
- 1 ც პამიდორი
- 3-4 კბილი ნიორი
- მწვანილი: ქინძი, ოხრახუში
- 2 ჩ/კ უცხო სუნელი
- პური 3–4 ზომიერი ნაჭერი
- კვერცხი 2 ც
- 1 ც ბულგარული წიწაკა
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი
ბოსტნეულის გარნირისთვის:
- კარტოფილი 1 კგ
- ზეითუნის ზეთი
- მარილი
- 2–2 ც ბულგარული, წითელი და მწვანე
- წყალი 250 გრ (1 ჭიქა)
- 3 მოზრდილი ზომის პამიდორი
- რიგანი ხმელი
- მარილი
მოვამზადოთ კატლეტის ფარში: ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ საქონოლის ხორცი, ხახვი, ნიორი, მწვანილი, პური, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, შემდეგ დავუმატოთ შავი პილპილი, უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით, კვერცხი და კარგად ავურიოთ. სასურველია მომზადებული ფარში ნახევარი საათი შევდოთ მაცივარში. ამასობაში მოვამზადოთ ბოსტნეულის გარნირი.
ცალკე ჯამში ჩავყაროთ გათლილი კარტოფილი, დავჭრათ მრგვალად, მსხვილად, პომიდორი, ბულგარული და ხახვი კი მოგრძო ნაჭრებად ( დაახლოებით 1 სმ სისქის) დავჭრათ.
დიდ ტაფაზე ვასხმათ ზეთს, ისე რომ ტაფის ზედაპირი ბოლომდე დაფაროს, ვყრით ზედ კარტოფილს და დაჭრილ ბოსტნეულს, ვაზავებთ მარილით, პილპილით და რიგანით და კარგად ავურევთ. თანაბრათ გავანაწილებთ ტაფაზე. ხელებს ზეთში ვისვრით და ისე ვაკეთებთ მოზრდილ კატლეტებს და ვალაგებთ ზევიდან ბოსტნეულზე. შემდეგ კუთხეებიდან ვასხამთ 1 ჭიქა ცივ წყალს. კატლეტებს ზემოდანაც მოვაყრით რიგანს და მოვასხამთ ცოტა ზეთს.
კატლეტებს ბოსტნეულით ვწვავთ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 60 წთ.
Labels:
კულინარია Cookery
Tbilisi, Georgia
Кутаиси, Грузия
20 June 2013
ბრაუნი Brownie
ბრაუნის ჩემი ვერსია:) მარტივი მოსამზადებელი და გემრიელი.
მომზადების წესი:
საჭირო ინგრედიენტები:
- 1ც კვერცხი
- 1ჭ შაქარი
- 100 გრ კარაქი
- 4 ს.კ. კაკაო
- ვანილი
- 150 გრ მაწონი (ამჯერად "სანტინოს" მარწყვის ხაჭო გამოვიყენე)
- 250 გრ ფქვილი
- ნახ. ჩაის კოვზი სოდა ძმრით (ძმრის ნაცვლად ხშირად ლიმნის წვენს ვიყენებ)
მომზადების წესი:
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. მოვამზადოთ გამოსაცხობი ფორმა.
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. მაწონში გავხსნათ სოდა ძმრით, კარგად რომ ამოფუვდება, მერე ვასხამთ მასაში. შემდეგ ვამატებთ გამდნარ კარაქს, კაკაოს, ვანილს, ბოლოს ფქვილს.
ვაცხობთ ცხიმწასმულ ფორმაში, 20-30 წუთი, 180 გრადუსზე.
ბრაუნის მრავალფეროვანი რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ აქ
17 June 2013
კვირის გასეირნება "პომოდოროსიმოში" At Pizzeria and Steak House Pomodorissimo
კვირა დღე ბავშვებისაა. გუშინ გადავწყვიტეთ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "კაფე პომოდოროსიმოს" პიცა გაგვესინჯა.
ორი ბავშვით შევედით კაფეში. სასიამოვნო, მშვიდი გარემო დაგვხვდა. პირველი სართული ცარიელი იყო და ახლოს დავსხედით დახლთან, იმის ხათრით რომ გვეყურებინა როგორ აცხობენ პიცას შეშის ღუმელში. სანახაობამ მოგვხიბლა, განსაკუთრებით ლაშა, პიცის ცომის ჰაერში ბზრიალი, მერე პრაშუტოს, სოკოს, პომიდვრის სოუსის და ყველის მობნევა ცომზე, მერე უზარმაზარი ნიჩბით პიცის ღუმელში შეგდება. პიცას არაუშავდა. შეშის ღუმელში გამომცხვარს თავისი მუღამი აქვს. ნებისმიერი კერძი იტალიიდან ჩამოტანილი პროდუქტებით არის მომზადებულიო, თუმცა პიცას რა ყველიც ქონდა, მოცარელას ნამდვილად არ წააგავდა და არც სურნელი ჰქონდა სპეციფიურ-იტალიურ-როზმარინული. ყავა გემრიელი იყო. ბავშვებს კარტოფილი ფრიც მოეწონათ. გული დაგვწყდა რომ რავიოლები ვერ აღმოვაჩინეთ მენიუში.
შევუკვეთეთ ანანასის წვენი, ერთი ყინულით, მეორე ყინულის გარეშე, პატარა თინასთვის. თინას ერთი-ორი კოვზი დავალევინე, მერე შემთხვევით მეც გემო გავუსინჯე და წვენი ამჟავებული აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი, რას ვიფიქრებდი, ამას. მიმტანი გოგონა ძალიან შეწუხდა და ბოდიში მომიხადა. რა უნდა მექნა, ჩხუბს და აყალმაყალს ხომ არ ავტეხდი, საყვედურით შემოვიფარგლე. თინა კი გადარჩა რომ ამ უცნაურმა წვენმა არ აწყინა. ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა აგიმჟავდეს ანანასის წვენი ასეთ "პრესტიჟულ" კაფეში. ან დიდი ხნის გახნილი დაგვისხეს, ან მაცივარში არ ჰქონდათ შენახული, არ ვიცი, რა. ჰო, და რაც მთავარია, ჩვენი პიცა რომ გამოცხვა, დაცვის ფორმიანმა ბიჭმა დაგვიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ღუმელთან 4 კაცი მაინც იდგა. ამჟავებული წვენის საფასური არ გადაგვახდევინეს, ბევრი ბოდიში გამოგვაყოლეს და დაცვის ბიჭიც ზრდილობიანად დაგვემშვიდობა. ფოტოების გადაღება კი მინდოდა, მაგრამ ნერვებმოშლილს სურვილი გამიქრა, თუმცა ახლა კი ვნანობ, ბლოგისთვის ხომ გამომადგებოდა:)
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia
10 June 2013
30 May 2013
ტკბილეული პატარებისთვის Sweets For Kids
ტკბილეული პატარებისთვის - გამომცემლობა პალიტრა L, 2010
ეს წიგნიც წიგნის ფესტივალზე შევიძინე. დიდი ხანია ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ ვერ მოვახერხე. ფესტივალზეც ვიყოყმანე, მართალია, ნახევარ ფასად იყიდებოდა ( 8 ლარი ღირდა), თან "პალიტრას" კონსულტანტმა გოგონამ არაფრის დიდებით არ გახსნა ცელოფანში შეფუთული წიგნი, რომ თვალი გადამევლო რეცეპტებისთვის. მაინც ვიყიდე. იმიტომ რომ ავტორი დომინიკ სესიონი ცნობილი ფრანგი რესტორატორი, სანდოდ მომეჩვენა. არც შევმცდარვარ. ნამდვილად ღირდა ამ წიგნის ყიდვა:) ჩემი შვილიც გავახარე ამ სახალისო რეცეპტებით.
Labels:
კულინარია Cookery,
წიგნები Books
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia
გემრიელი ტორტები Delicious Cakes
გემრიელი ტორტები - ახალი წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან
წელს წიგნის ფესტივალზე ბევრი საინტერესო წიგნი შევიძინე, ჩემთვის და ბავშვებისთვის, ძალიან გამეხარდა რომ ფასდაკლებებიც კარგი იყო.
გემრიელ ტორტებს გულგრილად ვერ ჩავუარე და ვიყიდე. ბევრი საინტერესო რეცეპტია, კარგი ილუსტრაციებით. განსაკუთრებით კრემების ვარიაციები მაინტერესებდა და აუცილებლად დავტესტავ ყველას.:)
ამ წიგნში თავმოყრილია ევროპელი კულინარების მიერ შედგენილი და საქართველოში აპრობირებული 90 ახალი და კლასიკური რეცეპტი.
► ნაღებიანი, კრემიანი, ხილის, შოკოლადიანი და ალკოჰოლიანი ტორტების დიდი მრავალფეროვნება.
► მარტივი, გასაგები ენით დაწერილი მითითებები, ზუსტი ინსტრუქციები და ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც საქართველოშიც იყიდება.
► სასარგებლო, პრაქტიკული რჩევები, როგორც გამოცდილი მცხობელებისთვის, ისე ახალბედა დიასახლისებისთვის.
გამოცემის თარიღი 2013
ფასი: 21.9 ლარი (წიგნის ფესტივალზე ღირდა 15.70 ლარი)
28 April 2013
ატმის ღვეზელი Peach Pie
საჭირო ინგრედიენტები:
- 200გრ კარაქი
- 200გრ ხაჭო
- 400გრ მაწონი
- 3ც კვერცხი
- 3ჭ შაქარი
- 4ჭ ფქვილი
- ვანილი, სოდა ძმრით
- 4ც ატამი (მოზრდილი)
ოდნავ შემთბარი კარაქი დავჭრათ
კუბიკებად ჯამში,
დავუმატოთ შაქარი,
ფქვილი,
და ვანილი
და ხელით
ავურიოთ, ისე,
რომ ფხვიერი
მასა მივიღოთ.
მაწონში გავხსნათ
ცოტაოდენი სოდა
ძმრით და
რომ ამოფუვდება ჩავასხათ ჯამში
მომზადებულ მასაში.
შემდეგ ვამატებთ
ხაჭოს და
1ც გახეხილ
ატამს, კვერცხს
და კარგად
ავურევთ. ცომის
მასა არ
უნდა იყოს
სქელი. 15-20 წუთით
ცომს ვდებთ მაცივარში.
მანამდე კი
3 ც მოზრდილ
ატამს კანს
გავაცლით და
მსხვილ ნაჭრებად
დავჭრით (ან
კუბიკებად).
ცომს გამოვიღებთ მაცივრიდან, დავასხამთ ცხიმწასმულ ტაფაზე და
ხელით ნელნელა
გავაბრტყელებთ. შემდეგ
ზემოდან მოვაწყობთ
ატმებს თანაბრად,
ისე, რომ
ოდნავ ჩავარჭოთ
ცომის მასაში.
ცხობას დაახლოებით 50 წთ დასჭირდება, საშუალო ცეცხლზე.
ამ რეცეპტში
ატმის ნაცვლად
ალუბლებს თუ
ჩააწყობთ, ესეც
ძალიან გემრიელი
გამოდის. გემრიელად
მიირთვით!
Subscribe to:
Posts (Atom)
















