Babies and Parents

05 September 2012

შუს რეცეპტი



შუს ეს არჩვეულებრივი რეცეპტი აღმოვაჩინე Perfectcook.org საიტზე , ავტორი volli
ეს არის ყველზე მარტივი და ზუსტი რეცეპტი ამ უგემრიელესი ნამცხვრის. საჭიროა ზუსტად დავიცვათ ინგრედიენტების რაოდენობა, ცხობის დრო და გამოგვივა ფუმფულა და გემრიელი შუ.
ამჯერად დიდი შუები გამომივიდა, თუმცა ძალიან გემრიელი:) 
შემდეგ ჯერზე პაწაწინებს გამოვაცხობ.
მადლობა შთაგონებისთვის ამ რეცეპტის ავტორს...


ცომისთვის დაგვჭირდება: 
1 ჭიქა წყალი (250გრ)
100 გრ კარაქი (ან მარგარინი)
0,5 ჩ.კ. მარილი
5-6 კვერცხი სიდიდის მიხედვით.
250გრ ფქვილი (ჭიქით)

1 ჭიქა წყალი, 100 გრ კარაქი, მარილი მაღალ ცეცხლზე ვადუღოთ ერთად, ცხიმის ბოლომდე გადნობამდე. დავუმატოთ ზუსტად იმავე ზომის ჭიქა ფქვილი ცეცხლზევე, ოღონდ დაბალზე და კარგად მოვურიოთ ხის კოვზით, ისე რომ ცომი დაგუნდავდეს. გადმოვდგამთ და სათითაოთ ჩავათქვიფავთ მიქსერით 5-6 კვერცხს. ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის, რომ ტაფაზე დადებისას ფორმა შეინარჩუნოს, მაგრამ მაგარი არ უნდა იყოს. 
ტაფას ვდგამთ ღუმელში (190-200გრ) 35 წუთით. შუ უნდა იყოს გაფუებული და გარედან შებრაწული. შემდეგ ვუწევთ ცეცხლს 160 გრ-მდე და ვტოვებთ ღუმელში 15 წუთით. ბოლო 15 წუთი რომ გავა, გამოვრთავთ ცეცხლს, გამოვაღებთ ოდნავ კარს და დავტოვებთ შესაგრილებლად ღუმელში 15-20 წთ.

კრემი:
1 ჭიქა შქარი, 
0,5 ჭიქა ფქვილი, 
0,5 ლიტრი ადუღებული რძე ან წყალი.
ვანილი
 მიქსერით ავთქვიფავთ შაქარს და ფქვილს, მერე დავუმატებთ მდუღარე სითხეს. დავდგამთ დაბალ ცეცხლზე, აუცილებლად გამანაწილებლით. პერიოდულად მოვურევთ ხის კოვზით, სანამ არ ჩასქელდება, ფაფა არ გახდება. შემდეგ დავდგამთ გასაგრილებლად. 50-70 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი გაფთქვიფოთ მიქსერით და ჩავამატოთ მოდუღებული ფაფა, ცოტა ვანილიც და კრემი მზადაა.


შუ გავსეროთ და შიგნით კრემი ჩავდოთ. შეგვიძლია ზემოდან შაქრის პუდრიც მოვაყაროთ.



No comments: