Babies and Parents

12 July 2013

ღუმელში შემწვარი კატლეტი ბოსტნეულით. დედაჩემის რეცეპტი

   
   ღუმელში შემწვარი კატლეტი ბოსტნეულით, ქუთაისურად ბარაქიანი და ძალიან გემრიელი კერძია. ტაფაზე შემწვარი კატლეტისგან განსხვავებით ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მართალია დედაჩემმა ბავშვებისთვის  მოამზადა, მაგრამ ისეთ სურნელს აფრქვევდა, დიდებიც მოუთმენლად ველოდით როდის გამოიღებდა ღუმელიდან.


საჭირო ინგრედიენტები
      ფარშისთვის:
  • 1კგ და 500 გრ საქონლის ხორცი 
  • 3 თავი ხახვი
  • 1 ც პამიდორი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მწვანილი: ქინძი, ოხრახუში
  • 2 ჩ/კ უცხო სუნელი
  • პური 3–4  ზომიერი ნაჭერი
  • კვერცხი 2 ც 
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი

ბოსტნეულის გარნირისთვის:
  • კარტოფილი 1 კგ
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • 2–2 ც ბულგარული, წითელი და მწვანე
  • წყალი 250 გრ (1 ჭიქა)
  • 3 მოზრდილი ზომის პამიდორი
  • რიგანი ხმელი
  • მარილი
 
   მოვამზადოთ კატლეტის ფარში: ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ  საქონოლის ხორცი, ხახვი, ნიორი, მწვანილი, პური, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, შემდეგ დავუმატოთ შავი  პილპილი, უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით, კვერცხი და კარგად ავურიოთ. სასურველია მომზადებული ფარში ნახევარი საათი შევდოთ მაცივარში. ამასობაში მოვამზადოთ ბოსტნეულის გარნირი.
   ცალკე ჯამში ჩავყაროთ გათლილი კარტოფილი, დავჭრათ მრგვალად, მსხვილად, პომიდორი, ბულგარული და ხახვი კი მოგრძო ნაჭრებად ( დაახლოებით 1 სმ სისქის) დავჭრათ.

   დიდ ტაფაზე ვასხმათ ზეთს, ისე რომ ტაფის ზედაპირი ბოლომდე დაფაროს, ვყრით ზედ კარტოფილს და დაჭრილ ბოსტნეულს, ვაზავებთ მარილით, პილპილით და რიგანით და კარგად ავურევთ. თანაბრათ გავანაწილებთ ტაფაზე. ხელებს ზეთში ვისვრით და ისე ვაკეთებთ მოზრდილ კატლეტებს და ვალაგებთ ზევიდან ბოსტნეულზე. შემდეგ კუთხეებიდან ვასხამთ 1 ჭიქა ცივ წყალს. კატლეტებს ზემოდანაც მოვაყრით რიგანს და მოვასხამთ ცოტა ზეთს. 

  კატლეტებს ბოსტნეულით ვწვავთ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 60 წთ. 
ეს რეცეპტი ისე მომეწონა, აუცილებლად ავითვისებ თბილისში რომ დავბრუნდებით.

ესეც დედა  –  მარინა :)



4 comments:

Tinatin Nadiradze said...

რა საყვარელია ქალბატონი მარინა! დიდი მოკითხვა ჩემგან. სასწაული კერძი იქნება ეს კატლეტი თავის გარნირით. ბულგარული როგორ ყველაფერს უხდება, არა? არადა, ადრე არ მიყვარდა,მერე უცებ რაღაც გადამიტრიალდა და ახლა ყველაფერს ვაჭრი.

Irena Makharadze said...

მადლობა,თიკო, მარინაც მოკითხვას გითვლის:)
ჰოო, ბულგარული, განსაკუთრებით წითელი ძალიან არომატულია, მეც ძაან მომწონს კერძებში.

Tinatin Nadiradze said...

დედაჩემიც დაინტერესდა და რეცეპტი ამოვუბეჭდე! :)

Irena Makharadze said...

ვაჰ! მარიანას ძაან ესიამოვნა:)))