Babies and Parents

25 July 2013

ქადების რეცეპტი

ნინო დეიდას ქადები.

   ნინო დედას უფროსი დაა. ყველაფერში მაგარია. სუპერ ბებოა, 6 შვილიშვილი ჰყავს. სულ სამზადისშია და საოცარ რამეებს აკეთებს, ყველაფერი გემრიელი გამოსდის. მის გამომცხვარ ხაჭაპურზე არაფერს ვწერ ამჯერად, ტორტების და ტკბილეუსლის ნამდვილი  ოსტატია! ნინო დეიდას მურაბები კი საერთოდ ცალკე თემაა. ჩემი საყვარელი ფელამუშის მომზადებაც მისგან ვისწავლე.
   ჩვენთვის საგანგებოდ თავისი ცნობილი რეცეპტით ქადები და "სიგარეტები" გამოგვიცხო, ბავშვობის გემოები გამახსენდა, თან რეცეპტიც ჩავიწერე, ბლოგისთვის ფოტოებიც გადავუღე და გაგიზიარებთ. ოღონდ ეს რეცეპტი დიდ პორციაზეა გათვლილი, როგორც წესი ნინო დეიდა, დედაჩემის არიყოს, ბარაქიანად ამზადებს, დიდ ოჯახს როგორც შეეფერება.

მაშ ასე,  ნინოს ქადები:

ქადებისთვის საჭირო ინგრედიენტები;
ცომისთვის დაგვჭირდება:
5 ჭ ფქვილი
500 გრ მარგარინი ("ონა") ოთახის ტემპერატურის
1 ჭიქა ნახევარი მაწონი, ნახ. ჩაის კოვზი სოდა
ვანილი

გულსართისთვის:
2,5 ჭიქა ფქვილი
2,5 ჭიქა შაქარი
250 გრ დარბილებული კარაქი


ცომის მომზადების წესი: 5 ჭიქა ფქვილს დავყრით თასზე, დავახეხავთ 500 გრ მარგარინს, მოვზელთ;. დავასხამთ 1 ჭ ნახევარ მაწონს სოდით, ცოტა ვანილს ვამატებთ, მოვზელთ ცომს. შეიძლება ფქვილის დამატება დასჭირდეს. რბილი ცომი უნდა გამოვიდეს. სანამ გულსართს მოვამზადებთ, დავასვენებთ ცომს.


გულსართის მომზადების წესი: 2,5 ჭიქა ფქვილი და 2,5 ჭიქა შაქარი აურიოთ ერთმნეთში, დავუმატოთ 250 გრ დარბილებული კარაქი.

ცომს გავყოფთ 5 თანაბარ ნაწილად, გავაბრტყელებთ. გულსართსაც 5 ნაწილად გავყოფთ.
მოვამზადებთ ქადების ხვეულებს და ზემოდან წავუსვამთ კვერცხის გულს, შეგვიძლია გულსართიც მოვაყაროთ, შემდეგ დავჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად და დავალაგებთ გამოსაცხობ ტაფაზე.



180 გრადუსზე ცხვება, რომ მოიბრაწება ქადები, მზად არის.


1 comment:

Unknown said...

მომწონს თქვენი რეცეპტი, აუცილებლად დავაგემოვნებ :)

იხილე უფრო მეტი https://www.simp.ge