Babies and Parents

11 June 2013

სასარგებლო კენკრა Wholesome Berry



ბავშვის კვება
სასარგებლო კენკრა

  • ალუბალი ჰემოგლობინს მაღლა წევს, ამდიდრებს სისხლს რკინით, თუთიით და კობალტით. მწიფე ალუბალი B9 ვიტამინითა და ფოლიუმის მჟავით არის სავსე, რაც აუცილებელია იმუნური სისტემისთვის. ალუბალი ცხიმებსაც წვავს.
  • ჟოლოს მურაბა შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც თავისი ბუნებით ასპირინის მსგავსია და გაციების დროს ტემპერატურას დაბლა წევს. ჟოლო მდიდარია კალიუმით, კალციუმითა და რკინით.
  • შავ მოცხარს კი C ვიტამინის შემცველობის მიხედვით ტოლი არ ჰყავს. მისი ნაყოფი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინს A , ბევრ პეკტინს. მოცხარი კალიუმის მარილებისა და რკინის შესანიშნავი წყაროა. მოცხარის ნებისმიერი ფორმით მომზადებისას,  შენარჩუნებულია C  ვიტამინი.
  • წითელი მოცხარი ვიტამინების შემცველობით ახლოსაა შავთან, თუმცა მასში C ვიტამინი შედარებით ცოტაა. საუკეთესოა წითელი მოცხარის ჟელე, ასევე კისელი და კომპოტი.
  • მარწყვი შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, B1, B2, B3, B6, PP, კაროტინს. ძალიან გემრიელია როგორც ცოცხალი მარწყვი, ისე მისგან მომზადებული მურაბა, კომპოტი, ჟელე, მუსი. თუმცა ალერგიული ბავშვებისთვის მარწყვი არ შეიძლება.
  • ხურტკმელი ხასიათდება შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით და ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას.   

No comments: