Babies and Parents

13 June 2013

ბოსტნეული Vegetables

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული



     ბევრი პატარა კატეგორიულ უარს ამბობს ბოსტნეულის ჭამაზე. არ უნდათ არც სტაფილო, არც კომბოსტო, არც ჭარხალი, არც მწვანილს გაუსინჯავენ გემოს. ხშირად მხოლოდ შემწვარ კარტოფილს მიირთმევენ სიამოვნებით.
     ჩვენ კი ძალიან გვინდა, სასარგებლო ბოსტნეული ყოველდღიურ რაციონში ჰქონდეს ბავშვს. როგორ შეიძლება ბოსტნეულის ჭამა შევაყვაროთ ჩვენს პატარას?
ვცადოთ, და უკეთ გავაცნოთ ბავშვს სასარგებლო ბოსტნეული. მარტივად ავუხსნათ რომ ვიტამინები, რომელსაც ბოსტნეული შეიცავს, მნიშვნელოვანია მისი ზრდისა და განვითარებისთვის. უფრო მნიშვნელოვანია, საინტერესო ამბები მოუყვეთ, ან რამე ზღაპარი მოვიგონოთ იმ საოცარი ქმნილებების შესახებ, რომლებიც მის სუპში დაცურავენ. თურმე ჭარხალი ძალიან მორცხვი ყოფილა და ამიტომაა ასეთი წითელი, სტაფილო  ტრაბახა და ძალზე ცნობისმოყვარეა, სულ არ რცხვენია როცა ტყუილს ამბობს. აი, კომბოსტო კი მცივანა ყოფილა და ამიტომაა გახვეული ფურცლებში.
     ჩვენ ვცადოთ, და თუ ეს მოგონილი ისტორია არ შეცვლის  პატარას კულინარიულ გემოვნებას, გაოცებისგან პირს მაინც აუცილებლად გააღებს. აქ კი ჩვენ ვიცით და ჩვენმა სიმარჯვემ:) 
     ბავშვები ხშირად საყვარელი მულტფილმებიდან იღებენ ბევრ რამეს, ბაძავენ პერსონაჟებს. ჩემი შვილიც სტაფილოს ფანი მას შემდეგ გახდა, რაც Bugs Bunny მულტფილმი ნახა, სადაც ეს მოუსვენეარი ბაჭია, სულ სტაფილოს ჭამს. რძის დალევაზე უარს აღარ ამბოს ჩიპი და დეილის ხათრით. მოკლედ, ჩვენს ოჯახში დისნეის გმირების დამსახურებაა ლაშას ბოსტნეულის ჭამის პრობლემის მოხსნა.

No comments: