Babies and Parents

20 June 2013

ბრაუნი Brownie

ბრაუნის ჩემი ვერსია:) მარტივი მოსამზადებელი და გემრიელი.

  
საჭირო ინგრედიენტები:
  • 1ც კვერცხი
  • 1ჭ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  •  4 ს.კ. კაკაო
  • ვანილი
  • 150 გრ მაწონი (ამჯერად "სანტინოს" მარწყვის ხაჭო გამოვიყენე)
  • 250 გრ ფქვილი
  • ნახ. ჩაის კოვზი სოდა ძმრით (ძმრის ნაცვლად ხშირად ლიმნის წვენს ვიყენებ)

მომზადების წესი:

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. მოვამზადოთ გამოსაცხობი ფორმა. 
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. მაწონში გავხსნათ სოდა ძმრით, კარგად რომ ამოფუვდება, მერე ვასხამთ მასაში. შემდეგ ვამატებთ გამდნარ კარაქს, კაკაოს, ვანილს, ბოლოს ფქვილს. 
ვაცხობთ ცხიმწასმულ ფორმაში, 20-30 წუთი, 180 გრადუსზე.

ბრაუნის მრავალფეროვანი რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ აქ

No comments: