Babies and Parents

21 July 2012

ახალი კომბოსტო საფანელში



რამდენიმე დღის წინ მეგობართან პირველად გავსინჯე ასეთი წესით მომზადებული კომბოსტო და აღფრთოვანებული დავრჩი. მოსამზადებლად მარტივი და უგემრიელესია.


საჭირო ინგრედიენტები:
ახალი კომბოსტო 1კგ
საფანელი
მარილი, შავი წიწაკა
ზეთი (ან კარაქი)



მომზადების წესი:
ახალი კომბოსტო კარგად გავრეცხოთ, შემდეგ  შუაში გავჭრათ და ისე ჩავალაგოთ  ადუღებულ წყალში, ცოტა ხანს გავაჩეროთ რომ მოიწალოს. შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ საწურზე და რამდენიმე წუთი გავაჩეროთ რომ გაგრილდეს.
თეფშზე დავყაროთ საფანელი და შევურიოთ მარილი და შავი პილპილი. ჩემი მეგობარი საფანელში სვანურ მარილს ურევს, ისიც ძალიან გემრიელი გამოდის.
კომბოსტოს ნაჭრები ამოვავლოთ საფანელში და ზეთში შევწვათ.
შემწვარ კომბოსტოს ძალიან უხდება მაიონეზი.
გემრიელად მიირთვით!

ქაშოს რეცეპტებიდან:)

2 comments:

Tina Nadiradze said...
This comment has been removed by the author.
Tina Nadiradze said...

ირენ !!!! ახლა აღმოგაჩინე და ბლოგროლშიც ჩაგამატე! აკოცე შვილიკოებს. თიკო