Babies and Parents

19 July 2012

მატისი ბავშვებისთვის Matisse For Kids


მატისი ბავშვებისთვის


     ანრი მატისი, პიკასოსა და მარსელ დიუშანთან ერთად ითვლება თანამედროვე ხელოვნების ძირითადი ტენდენციების ფუძემდებლად. 1920-იან წლებში მან საფუძველი ჩაუყარა ფოვიზმს. ფერისა და ნახატის ფლობის მისეული მანერა აისახება ძირითად ნამუშევრებში, რამაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა და თანამედროვე ხელოვნების ნამდვილ მეტრად აქცია.
     1947 წელს მატისმა შექმნა ალბომი სახელწოდებითჯაზი“. ეს უნდა ყოფილიყო ცნობილი ჯაზ მუსიკოსებისლუი არმსტრონგისა და ჩარლი პარკერის კომპოზიციების ვიზუალური ანალოგი – „იმპროვიზაციები ფერსა და რიტმში“. ამ ალბომზე მუშაობისას მხატვარმა ფიგურები გამოჭრა გუაშით შეღებილი ქაღალდისგან. ფერისგან გამოძერწა ფიგურები და გააცოცხლა საკუთარი ბავშვობის მოგონებები  – ციგით სრიალი, ცირკის ჯამბაზები, გიმნასტები და კოვბოები.
ამგვარად შეიქმნა მატისის სერია ჯაზის თემაზე :„იკაროსი“, „ცხენი, მხედარი და ჯამბაზი“, „ციგები“.

     მატისს მაკრატელი ეხმარებოდა გადაეჭრა ფერის, ფორმის და სივრცის აქტუალური პრობლემები. ის ამბობდა: „ქაღალდის სილუეტები საშუალებას მაძლევს სუფთა ფერით ვხატო და ეს უბრალოება სიზუსტის გარანტიაა. ეს არ არის საწყისებთან დაბრუნება, ეს არის ძიებების საბოლოო პუნქტი.“
     იმისთვის, რომ ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და გასაგები იყოს ვინ არის ანრი მატისი, გაგაცნობთ ძალზე სასარგებლო და საინტერესო საიტსმატისი ბავშვებისთვის“ , 
http://www.artbma.org/flash/F_conekids.swf
     
შეგვიძლია ვაჩვენოთ ბავშვს მატისის აპლიკაციები, მივცეთ მაკრატელი და დავიწყოთ მატისის ფიგურების შთაგონებით შემოქმედებითი პროცესი.
     მატისის აპლიცაკიების გადმოწერა კი შესაძლებელია ინტერნეტიდან.
ფერადი ქაღალდებისგან შეიძლება გამოვჭრათ ფიგურები და მერე დავაწებოთ ქაღალდზე, საინტერესო კოლაჟები შევქმნათ.
     თვითწებად ქაღალდს თუ გამოვიყენებთ, უკანა მხარეს დავხატოთ ესკიზები და ბავშვს მოვეხმაროთ მათ გამოჭრაში. პატარამ თავად შეარჩიოს ფერები, თუ სურვილი აქვს მატისის არჩევანს მიენდოს, თუ არა, საკუთარი შემოქმედებითი ნება გამოხატოს და ის ფერი აირჩიოს, რაც მოსწონს.

No comments: