ჩვენ სახლში შენახული გვაქვს ბაბუაჩემის გაკეთებული ძველი საოჯახო ალბომი, ხის ჩუქურთმებიან ყდაში ჩასმული, რომელზეც მამაჩემის ბავშვობის ფოტოა დაწებებული. ოჯახის ისტორია ძველი საბჭოთა ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოკოლაჟების, ჰერბარიუმის გაცრეცილი ფოთლების, ყვავილების და სამახსოვრო წარწერების ფონზე იშლება. განსაკუთრებით მიყვარს ფოტო წარწერით – „ზაფხული, გურია, 1967 წ.“ ბაბუა ვენახში დგას თავის დეიდაშვილთან ერთად და პერანგის ჯიბიდან იები მოუჩანს. ის ჩემ დაბადებამდე 10 წლით ადრე გარდაიცვალა, ხომ არ მინახავს, მაგრამ მგონია, რომ ამ ფოტოთი ზუსტად ისეთს ვიცნობ როგორიც სინამდვილეში იყო.