Babies and Parents

25 May 2009

ვიტამინები Vitamins

ვიტამინების მნიშვნელობა მომავალი დედისთვის და ბავშვისთვის
     ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება ორმაგად იზრდება და ამის ანაზღაურება შეუძლებელია ზაფხულში და შემოდგომაზეც კი, როცა ახალი ხილი და ბოსტნეული შემოდის.
    იმისათვის, რომ ორსულმა ვიტამინ C-ს დღიური ნორმა (70მგ) მიიღოს, უნდა მიირთვას ხუთი ლიმონი ან დალიოს 15 ჭიქა ვაშლის წვენი, ხოლო ვიტამინი B1 (1,5მგ) - ყოველდღე უნდა ჭამოს ნახევარი კგ ხორცი.
    წამყვანი კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით ორსულების 70-80% -ს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი აქვს. ანუ, მათი უმეტესობა გაუცნობიერებლად საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე ჩვილის ჯანმრთელობასაც. მომავალი დედის კვებაში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზე. დღეისათვის უამრავი მონაცემია დაგროვილი, რაც ამტკიცებს, რომ ბავშვის მუცლადყოფნისას კვების დარღვევა ზრდის მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. ამ არასასურველი შედეგების თავიდან აცილება შეიძლება სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღებით.
     ვიტამინი A აუცილებელია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის და ნაყოფის ქსოვილების ზრდისთვის. ის ასევე მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტების წარმოქმნასა და ძვლების და კბილების აგებულებაში.
     ვიტამინი D იცავს ორგანიზმში კალცი-ფოსფორის ცვლის ნორმალურ მიმდინარეოას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის ბოლო 3 თვე, რადგან უზრუნველყოფს ბავშვის რაქიტის პროფილაქტიკას. 

     ვიტამინი D ხელს უწყობს ორგანიზმში კალცის გამოყოფას და ეხმარება კუნთების ინტენსიურ მუშაობას.
   ვიტამინი E არის ძლიერი ანიოქსიდანტი, ენდოკრინული სისტემის მუშაობის სტიმულირებას ახდენს, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ფეხმძიმობისას ვიტამინი E მნიშვნელოვანია ნაყოფის ნორმალური ზრდისთვის. მისი დეფიციტი შეიძლება გახდეს ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის მიზეზიც.
     ვიტამინი B1 აუცილებელია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის აღკვეთს ტოკსიკოზს და უმადობას. ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლოვანი ჩონჩხის, კუნთების, ნერვული B2 სისტემის ჩამოყალიბებაში. ის მონაწილეობას იღებს ნივთიერებათა ცვლის ბევრ პროცესში.
    ვიტამინი B6 არეგულირებს ნერვულ სისტემაში შემაფერხებელ პროცესებს, ამცირებს გაღიზიანებადობას და ორსულობის I ნახევარში ტოქსიკოზის გამოვლენას. ამასთანავე უზრუნველყოფს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორ განვითარებას.
     ვიტამინი B9 მონაწილეობას იღებს სისხლისწარმოქმნაში.
    ვიტამინი C ხასიათდება ანტიოქსიდური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის სიმტკიცეს ვირუს
ების მიმართ, ამაგრებს სისხლძარღვებს.

ბავშვები და მშობლები
2009

2 comments:

Sophie שרה Golden said...

მე არ ვენდობი ვიტამინებს/ტაბლეტებს. ჩემმა ექიმმაც, როცა ორსულად ვიყავი, მირჩია ჯანსაღი საკვები მიმეღო და ვიტამინების დალევა არ დამეწყო, რადგან ორგანიზმში ბევრი არაფერი რჩება ამ ვიტამინების ყლაპვისგანო.

თან იმასაც თუ გავიხსენებთ, დღესდღეობით მედიკამენტების ბიზნესი და "მაფია" როგორ ჰყვავის, თუ აუცილებელი არ არის, სასტიკად ვეწინააღმდეგები წამლების მიღებას.

irendesign said...

ზედმეტი წამლების მიღების მომხრე არც მე ვარ, თუმცა სწორად შერჩეული ვიტამინები აუცილებელი მგონია ორსულობის დროს:)