Babies and Parents

10 July 2009

ნათია ჯანაშია Natia Janashia

ღიპიანი კარლსონი
 _კარლსონს იცნობთ, ღიპიანს,
რა მაგარი ტიპია?
სახურავზე ბინადრობს,
ყველა ბავშვის ბინას ცნობს.
თუ შეგატყო მოწყენა
არ სჭირდება მოწვევა.
მოდის, მოაქვს სიხარული,
ფრენაც იცის, სიარულიც.
იცის თხოვნის ყურად ღება,
გაასუქეს მურაბებმა.
ბავშვთა გულის მპყრობელია,
გაიხსენეთ რომელია ?



არცერთი ან ორივე
 დილით დედამ გამიმზადა
ვერმიშელის ფაფა.
გამაფრთხილა: თუ არ შეჭამ,
ცირკში ვეღარ წახვალ!
დიდი კოვზით გადმომიღო
_ერთი... ორი... სამი...
მერე ნაზად შეაცურა
შიგ კარაქის ნავი.
ტირილი და ჯიუტობა
მგონი, ვერ მიშველის,
ან არცერთი, ან ორივე
_ცირკიც, ვერმიშელიც.




გუგუს რჩევა მზეს
 ძილისგუდა სულაც არ ვარ,
ცოტა კიდევ მაცალე!
გაგონილა, ამხელა მზე
ორი წლის ბავშვს მაწვალებ?
ხან კისერში მიღიტინებ,
ხან თვალებზე მადნები,
ცოტაც კიდევ დამაცადე
და მე თვითონ ავდგები.
აქ ანცობას არ აჯობებს
დრო სხვებსაც რომ დაუთმო?
ჩემს მცივანა მოხუც ბებოს
ცივი ძვლები გაუთბო.


No comments: