Babies and Parents

05 June 2009

საყვარელი და ნაცნობი "კიკო" Chicco Toys

კიკოს სათამაშოები – ბავშვის ყოველმხრივი განვითარებისთვის

კიკოს სათამაშოებს მგონი წარდგენა არც სჭირდება. მშობლებმა ბევრი რამ ვიცით მათი ღირსებების შესახებ. ისიც ვიცით, რომ ახალშობილის პირველი შთაბეჭდილებები – სამყაროსთან მისი პირველი კონტაქტია. ბავშვი შეგრძნებებით აღმოაჩენს გარე სამყაროს. და სათამაშოები, როგორიცაა კიკოს მუსიკალური მობილები, აქტიური პანელები, სხვა ათასნაირი ხმოვანი სათამაშო და საკიდი, ასევე რბილი სათამაშოები და დასაგორებელი ხალიჩები – მნიშვნელოვანია ბავშვის ყურადღების სტიმულირებისთვის, რადგან უბიძგებს პატარას მოძრაობისა და მოქმედებისაკენ, ავითარებს მის სმენას, ტაქტილურ შეგრძნებებს, ფერებისა და მოძრავი ობიექტების აღქმას.
50 წლის მანძილზე კიკო მთელ თავის ყურადღებას და ძალისხმევას უთმობს ბავშვების თავისებურებებისა და მოთხოვნილებების შესწავლას. ამ მისიიდან იშვა “კიკოს ზრდის პროექტი” (Chicco Growth Project), რომელიც ემყარება შესწავლას, კვლევას და უშუალოდ დაკვირვებას.

ფაქტობრივად ყველა ბავშვი მუდმივად სრულყოფს სამყაროზე თავის წარმოდგენას და ხდება უფრო დამოუკიდებელი. ამაში უდიდეს როლს ასრულებს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და ასევე გამოცდილება, რომელსაც იძენს თამაშის მეშვეობით.
იცით, რომ კიკოს ობსერვატორიაში მუშაობს სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან ჩვილის განვითარებას და გვთავაზობენ მარტივ, გამოცდილ და განსაზღვრულ პროდუქტებს ბავშვის ზრდის ყოველი ფაზისთვის? კიკოს სამყაროში ვიპოვით ჩვენი პატარას გრძნობებისა და მხედველობის განმავითარებელ სათამაშოებს. მხედველობის განვითარება ხომ განმსაზღვრელია, ისევე როგორც სმენის. სმენა – შემეცნების ერთერთი პირველი ფორმა, ეხმარება ბავშვს სიტყვებისა და ურთიერთობების სამყაროს ეზიაროს. კიკო ზრუნავს ჩვენი პატარას კოორდინაციის ჩვევების განვითარებაზეც, დაწყებული ტაქტილური აღქმის პირველი ცდებიდან – ეს ხომ ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა 1 წლის ასაკში.კიკოს შემქმნელები აკვირდებიან ბავშვის კოორდინაციის უნარის სფეროში მიღწევების განვითარებას და გარემომცველი სამყაროს აღმოჩენას მოძრაობის დროს.
არც ის გამორჩებათ ყურადღებიდან, რომ თოთოებს აქვთ მუსიკის თანდაყოლილი ნიჭი და რითმის გრძნობა, რაც ვლინდება ძალდაუტანებლად და სპონტანურად.
სწორედ ამ დაკვირვებების საფუძველზე იქმნება კიკოს სათამაშოები. ალბათ ამიტომაც ბადებს კიკოს სამარკო ნიშანი სანდოობის მაღალ ხარისხს მშობლების თვალში.
ბავშვები და მშობლები
  2009




No comments: