Babies and Parents

15 July 2012

ჩვენი ხელით შექმილი საოჯახო ალბომი

scrapbooking

      ჩვენ სახლში შენახული გვაქვს ბაბუაჩემის გაკეთებული ძველი საოჯახო ალბომი, ხის ჩუქურთმებიან ყდაში ჩასმული, რომელზეც მამაჩემის ბავშვობის ფოტოა დაწებებული. ოჯახის ისტორია ძველი საბჭოთა ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოკოლაჟების, ჰერბარიუმის გაცრეცილი ფოთლების, ყვავილების და სამახსოვრო წარწერების ფონზე იშლება. განსაკუთრებით მიყვარს ფოტო წარწერით – „ზაფხული, გურია, 1967 .“  ბაბუა ვენახში დგას თავის დეიდაშვილთან ერთად და პერანგის ჯიბიდან იები  მოუჩანს. ის ჩემ დაბადებამდე 10 წლით ადრე გარდაიცვალა, ხომ არ მინახავს, მაგრამ მგონია, რომ ამ ფოტოთი ზუსტად ისეთს ვიცნობ როგორიც სინამდვილეში იყო.

 ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც კომპიუტერი სავსე გვაქვს ტონობითგიგაბაიტიანი ფოტოებით, ხანდახან მართლა მენატრება საოჯახო ალბომის აღება და ნაცნობი და მივიწყებული ფოტოების გახსენება.  ბევრს შეიძლება მისალოცი ბარათები, წლების წინ ნანახი სპექტაკლის ბილეთები შემოუნახავს და ალბომში ჩაუკრავს... ასე, სხვადასხვა პირადი, ჩვენთვის ძვირფასი დეტალებისა და ფოტოებისგან შეკრული საოჯახო ალბომი ვერცერთ პრიალა ციფრულ ალბომს ვერ შეედრება. მისგან სულ სხვა ემოცია მოდისმართლა თბილი და ხელშესახები. და უფრო მეტად მძაფრდება ეს გრძნობები, როცა ალბომს შვილებთან ერთად ათვალიერებ.
უცხოეთში ძალზე პოპულარული .. „სკრაპბუკინგი საკმაოდ საინტერესო ჰობი შეიძლება გახდეს ჩვენთვისაც და ჩვენი შვილებისთვისაც. „სკრაპბუკინგი“ (ინგლscrap -პატარა ნაჭრებად დამტვრევა, book - წიგნი) – ფოტოების გაფორმების და შენახვის ტექნიკააფაქტობრივად, საოჯახო ალბომების შედგენა. „სკრაპბუკინგიშესანიშნავი  ხერხია ზაფხულის არდადეგების, ოჯახური ზეიმის, ქორწილის, ბავშვის დაბადების მოგონებების შესანახად. ალბათ, ამ ტიპის ალბომისთვის რაიმე საერთო თემით გაერთიანებული რამდენიმე ფოტო უნდა შევარჩიოთ. მაგალითად დასვენება კვარიათში, ზამთრის არდადეგებზე ბაკურიანში, მერე კი ასობით ციფრული ფოტოდან ავარჩიოთ 5-6 ყველაზე მეტად რომელიც მოგვწონს. სწორედ ეს ფოტოები იქნება ძირითადი ალბომში.
შეგვიძლია მზა ალბომი შევიძინოთ, ან ჩვენ თვითონ დავამზადოთ: ამისათვის დაგვჭირდება სქელი მუყაო, რომელსაც დავაწებებთ ფერად ქაღალდს ან ქსოვილს, გავუკეთებთ ნახვრეტებს და გვერდებს ლენტით შევკრავთ. ალბომიც მზად არის!
ყოველ გვერდზე თითო სურათი გავანაწილოთ. ასეთი სახით ფოტო გამოიყოფა, შესაბამისად ფონის შერჩევა და ფერების შეხამებაც არ გაგვიჭირდება. ფონი და გასაფორმებელი დეტალები გამოსახულების შესაფერისი შევარჩიოთ. მაგალითად, სოფელში გადაღებულ ფოტოზე ბავშვს წითელი მაისური აცვია. ავიღოთ ქაღალდის წითელი და მწვანე ფურცლები და დავაწებოთ ალბომის გვერდებზე. ეს იქნება ფონი ჩვენი საზაფხულო ფოტოებისთვის. შეგვიძლია ქაღალდის ნაცვლად ქსოვილი დავაკრათ და სურათები კი არ დავაწებოთ, არამედ ხელით მივაკეროთ. ასეთი ტექნიკა უფრო თბილ და მყუდრო განწყობას ქმნის.
ფოტოალბომის გვერდის გაფორმება შეიძლება ქაღალდისგან  გამოჭრილი ფიგურებით და სხვადასხვა დეკორით, მაგღილებით და, რა თქმა უნდა, წარწერებით. მოსართავად შეგვიძლია გამოვიყენოთ ათასი რამ...ოღონდ ნუ შევეცდებით ერთ გვერდზე მოვათავსოთ ჩვენი ყველა განძი, თორემ ფოტო დაიკარგება. თუ ფოტოზე ერთი მსხვილი გამოსახულებაა, ფონი შეგვიძლია უფრო ჭრელი გავაკეთოთ, თუ პირიქითსურათი სავსეა დეტალებით, მაშინ ფონი ერთ ტონში გავაკეთოთ და დავუმატოთ ერთიორი მოცულობითი დეტალი.
სკრაპბუკინგისსტილი დამოკიდებულია ჩვენს ფანტაზიასა და ფოტოების თემაზე. თუსკრაპალბომსვაფორმებთ ბებიასთვის და მისი ახალგზრდობის სურათებს ვუყრით თავს, ალბათ რეტროს სტილში გაფორმება ნამდვილად მოუხდებაგაყვითლევბული ფურცლები სიძველის ელფერით, გამხმარი ფოთლები, შავთეთრი ფოტოები, ძველი ნოტები, ძველებური მისალოცი ბარათები საჭირო ატმოსფეროს შექმნის.
მას შემდეგ რაც ალბომის გვერდებს გავაფორმებთ, ვიწყებთ ფიქრს ყდაზე. მოვიფიქროთ სახელწოდება („ივლისის საღამო“, „მდინარის პირას“), ასოები შეგვიძლია გამოვჭრათ ფერადი ქაღალდისგან, ან ქსოვილისგან ტრაფარეტების გამოყენებით.
მაშ ასე, ყველა გვერდი შევკრათ, მოვემზადოთ იმისთვის, რომ მოცულობითი ელემენტების გამო ჩვენი ალბომი საკმაოდ მსხვილი გამოვა. გვერდების გაფორმების პროცესში, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მოცულობითი ელემენტები (პატარა ფიგურები, ღილები, ნიჟარები) თანაბრად გავანაწილოთ გვერდებზე, თორემ როცა გადავშლით, უსწორმასწორო იქნება.
სკრაპბუკინგისტექნიკით შეგვიძლია გავაფორმოთ მისალოცი ბარათები და კულინარიული წიგნები. როგორც საჩუქრი დედისთვის თუ მეგობრისთვის –  კულინარიული ბარათი ჩვენი საფირმო რეცეპტით, გაფორმებული ყავის მარცვლებით ან დარიჩინის ჯოხებით.
მასალა და ინსტრუმენტები - ყველანაირი ქაღალდი: ფერადი, ხავერდის, გოფრირებული, შესაფუთი, პერგამენტის, – რაც მეტი, მით უკეთესი; სხვადასხვა თოკი, ლენტი, მაქმანი; ქსოვილი, მუყაო; ფიგურული სახვრეტები; წებო; ფანქრები, ფლომასტერები; აკრილის საღებავები, ბისერები; სხვადასხვა ნახატი, თვითწებადი, ფიგურები, დეკორატიული ღილები. ყველა სასიამოვნო წვრილმანი ნივთი, რომლის გადაგდება გვენანება და თან შენახვაც მოუხერხებელია, მშვენივრად გამოგვადგებასკრაპბუკინგში“.  იმ ქალაქების რუკა, სადაც გვიმოგზაურია, ბილეთები, – ეს ყველაფერი რაღაც დროის გასვლის შემდეგ ფოტოებზე უკეთ მოგვითხრობს და გვახსენებს არდადეგებს, შვებულებას, ბავშვობის წლებს, საყვარელ ნათესავებს, მეგობრებს...

2 comments:

Sophie שרה Golden said...

რამდენი ხანია ასეთი სკრაპბუქის გაკეთება მინდა ჩემი შვილისთვის და ვერ მომიხერხებია. ამისთვის იმ პარკინგის ბილეთიც კი შენახული მაქვს, სადაც წერია თარიღი და ზუსტი დრო, როდის მივედი სამშობიაროში :)))

Irena Makharadze said...

:)