Babies and Parents

14 September 2010

სათამაშოები Toys

როგორ ვისწავლეთ სათამაშოების დალაგება

    ჩვენი სახლი სავსეა ლაშას სათამაშოებითსატვირთო, მსუბუქი, კარებმომტვრეული მანქანები, სამი ბორბლით, სახურავახდილი თვითმფრინავები, სხვადასხვა კონსტრუქტორის ფერად-ფერადი ნაწილები, თოფები, კაცუნები, ბურთები, ბურთები, ბურთები... კიდევ დინოზავრები, პაზლები და ისევ მანქანები. აქაიქ რბილი სათამაშოებიც ყრია. ვცდილობ ბავშვს ვასწავლო საკუთარი ნივთების დალაგება: წიგნები თაროზე, სათამაშოები - ყუთში. რა არის ამაში რთული და გაუგებარი?! მაგრამ პატარა ონავარს ვერაფრით ვიმორჩილებ, რომ თავისი ხელით დაალაგოს  სათამაშოები.
როგორც წესი, ხანგრძლივი ხვეწნამუდარის მერე თავად მიწევს ოთახის დალაგება.

   ერთ დღეს გადავწყვიტე ჯიუტად დამეცვა საკუთარი პოზიცია და ლაშას ვთხოვე სათამაშოები თვითონ დაელაგებინა. ჯერ მიპასუხა, რომ ცოტა ხანში დაალაგებდა. მერე ისევ რომ შევახსენე, ტკბილად და მშვიდადპასუხი იგივე მივიღე. მთელი საღამო ერთი და იგივე თხოვნით მივმართავდი და ისიც აუღელვებლად, მარტივ პასუხს მაძლევდა –„დე, ცოტა ხანში, ჯერ მჭირდება სათამაშოები“. ამას მეუბნებოდა მაშინ, როცა მთელ სახლში, ყველა კუთხეკუნჭულში ძირს სათამაშოები ეყარა, ის კი ტახტთან მოკალათებული მხოლოდ ორი მანქანით თამაშობდა.
   ვიცი, აკურატულობა უპირველესად ოჯახში ისწავლება. თუ დედა და მამა წესრიგს არ იცავს, შვილებიც იგივეს აკეთებენ. მაგრამ მთლად ასეც არ უნდა იყოს საქმე...
   ისიც მესმის, რომ ცნებებისისუფთავედაწესრიგიინდივიდუალურია. ბავშვს კი ამაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. მას უნდა გაიგოს მიზეზი და შედეგი, ამისთვის კი ქაღალდების დასტას ატრიალებს, კარადაში ძვრება, ყუთებში იქექება, აქეთიქით ისვრის ნივთებს.
   დალაგების დროს მუდმივად ბუზღუნი და ჭკუის დარიგება რომ არ ღირს და არ ჭრის, ამაში საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა. ბევრი ფიქრის შემდეგ ერთი ხრიკი მოვიფიქრე - ჩვენი გასაკეთებელი სამქმე ასე გავანაწილე: ჯერ წიგნებს მივხედეთ, თაროზე ლამაზად დავალაგეთ, მერე რბილი სათამაშოები მოვკრიფეთ იატაკიდან, შემდეგ გადავედით კაცუნების მოგროვებაზე, ხოლო ბოლოსკუბიკების და კონსტრუქტორის ჯერი დადგა. მამიკოს რჩევით, დალაგება პატარა გაკვეთილად ვაქციეთ: დედა და მამა წითელ და თეთრ სათამაშოებს ვაგროვებდით, ლაშა კი მწვანეს. შეჯიბრიც მოვაწყეთ, ჩავრთეთ საბავშო სიმღერა და ვინც სიმღერის დამთავრებამდე მოასწრებდა სათამაშოების დალაგებას, ის გაიმარჯვებდა და პრიზად გემრიელი შოკოლადის ფილას მიიღებდა. ჰოდა, ამ ხრიკებმა გაჭრა!
   ერთი სიტყვით, სამი წლის პატარას ასე თუ ისე შეგვიძლია ვასწავლოთ იმ სათამაშოების დალაგება, რომელიც მოცემულ მომენტში აღარ სჭირდება. ფერადი ფანქრებიც აჯობებს მაშინ შევთავაზოთ, როცა პაზლებს აალაგებს, მანქანები კი მაშინ, როცა კონსტრუქტორს ჩაალაგებს. სასურველია სათამაშოს ყოველი ტიპისთვის თავისი ყუთი გვქონდეს, შეგვიძლია ზედ სურათებიც დავაწებოთ, მაშინ ჩვენი პატარა უფრო ადვილად დაალაგებს ზედმეტ ნივთებს და უცებ  იპოვის იმ სათამაშოს რაც მოცემულ მომენტში სჭირდება.

2010, სექტემბერი

No comments: