Babies and Parents

22 June 2009

ლეგო - სასარგებლო სათამაშოები

სათამაშოები
      სანამ "ლეგოს" სათამაშოს შევიძენდით, ჯერ კატალოგი ჩაგვივარდა ხელში. მე და ჩემი 2 წლის ვაჟი მგონი ერთნაირი ემოციებით ვათვალიერებდით ”ლეგოს” ჯადოსნურ სამყაროს. ჩემს პატარას განსაკუთრებით მანქანები ხიბლავს და ყოველი გვერდის გადაფურცვლისას, როცა სახანძრო მანქანას ან პოლიციის ჯიპს ხედავდა, ან ტრაქტორის თუ მატარებლის გამოსახულებას შენიშნავდა, აღფრთოვანებისგან სხვადასხვაგვარი შორისდებულები აღმოხდებოდა... მერე ცხოველების ფერმა და ზოოპარკი ამოიჩემა, დინოზავრებიც ჩამოვთვალეთ. კატალოგის თვალიერება ძალიან გვართობდა, განსაკუთრებით, ჭამის მეტად რთული რიტუალური პროცესის დროს.
     ჰოდა, რომ დავრწმუნდით ”ლეგოს” განუმეორებელ ხიბლსა და ბევრ სასარგებლო თვისებებში, გადავწყვიტეთ და შევიძინეთ პატარა ნაკრები. 2 წლის ასაკისთვის ჩვენ ავირჩიეთ Lego Ville Duplo ერთერთი სათამაშო და კმაყოფილი დავრჩით ლაშაც და მთელი ოჯახიც.
     ლეგოს სათამაშოები ალბათ ყველა ბავშვისთვის სასურველი და საოცნებოა.
რატომ ხიბლავთ ასე პატარებს ეს ძვირფასი და მეტად საყვარელი კონსტრუქტორები?
     მეცნიერულად დადგენილი ფაქტია, რომ ბავშვობა ყველაზე ხელსაყრელი დროა განვითარებისთვის. ამაში კი მშობლებს შეგვიძლია ბავშვს დავეხმაროთ – ვაჩუქოთ განმავითარებელი სათამაშოები.
     დღესდღეობით, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეფექტური სათამაშო არის ”ლეგო”. თავისი მკვეთრი ფერებითა და სხვადასხვა საინტერესო დეტალების შემადგენლობით ”ლეგო” ბავშვებში იწვევს დადებით ემოციებს. ეს სათამაშო მათ საშუალებას აძლევს განავითარონ საკუთარი ფანტაზია, ხოლო თავისი სტრუქტურის წყალობით, ხანგრძლივად აინტერესებს ბავშვს.
     ”ლეგოს” სათამაშოები როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტივობის სტიმულირებას ახდენს. ამ თამაშების მეშვეობით ბავშვს ეძლევა საშუალება განავითაროს ბუნებრივი ნიჭი, ინტელექტი, მახვილგონიერება, უნარი რაღაც ახლის შექმნის.
      სერიებით Lego Star Wars, Batman, Jones რომლებიც შექმნილია ბავშვების საყვარელი ფილმების სიუჟეტის მიხედვით, პატარა შეძლებს ჩაეფლოს თავგადასავლების სამყაროში და თავი წარმოიდგინოს საყვარელი პერსონაჟის ადგილას.მერწმუნეთ, Creator სერია ბავშვს ნამდვილ დიზაინერად აქცევს, ხოლო Bellville -ით გოგონები თავს პრინცესებად წარმოიდგენენ.
     იმის წყალობით, რომ “ლეგოს” სათამაშოები მრავალი დეტალისგან შედგება რომლის აწყობაც სხვადასხვაგვარად შეიძლება, ასევე ის, რომ რამდენიმე თამაშის გაერთიანებაა შესაძლებელი, ბავშვი დიდი ხნის მანძილზე არ დაკარგავს მისდამი ინტერესს. ხოლო ფართო ასორტიმენტი საშუალებას იძლევა ავირჩიოთ თამაში ასაკის შესაფერი და სწორედ ის, რაც ესადაგება ჩვენი შვილის მოთხოვნილებებსა და ინტერესებს.
     გარდა ამისა ”ლეგო” სასარგებლო სათამაშოა. "ლეგოს" ფერად-ფერადი კუბიკებით პაწაწინა ხელებით თამაშისას, ბავშვს უვითარდება წვრილმანი მოტორიკა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თავის ტვინის გარკვეული ცენტრების სტიმულაციას და დადებითად მოქმედებს მეტყველების განვითარებაზე. წვრილმანი მოტორიკის განვითარება კი დაეხმარება პატარას უფრო დამაჯერებლად იგრძნოს თავი გარემოში და სწრაფად გაუმკლავდეს სხვადასხვა ამოცანას, დაწყებული ხატვიდან და წერიდან, დამთავრებული ღილების თუ თასმების შეკვრით.
     ამ სათამაშოს კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს: ”ლეგოს”დეტალებს ფერი არ გადადის, თამაშის დროს ბავშვი ხელს არ გაიჭრის და არც არაფერი მოუვა. მნიშვნელოვანია, რომ ”ლეგოს” შემქმნელებმა იზრუნეს იმაზე, რომ ეს სათამაშოები არატოქსიკურია. დეტალები იქმნება უახლესი ტექნოლოგიების და ნატურალური მასალების გამოყენებით. პაწაწინა დეტალები ძალიან მყარია, არ კარგავს ფერს. და რაც ყველაზე მეტად მხიბლავს და ვფიქრობ, ძალზე სასარგებლო თვისებაა, ”ლეგო” –ს სათამაშოს სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს ბავშვებთან ერთად ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა აწყობაში. ეს დაეხმარება ბავშვს ურთიერთობების დამყარებაში. პატარასთან ერთად ჩვენც რომ ჩავებმებით კონსტრუქტორობაში, ეს ხომ დააკმაყოფილებს მის უმთავრეს მოთხოვნილებას მშობლის ზრუნვასა და სიყვარულში. სათამაშოს ყიდვისას ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ის დაეხმაროს ბავშვს განვითარებაში და უფრო სწრაფად მოერგოს გარე სამყაროს.
სერია Creator Lego შეიქმნა სპეციალურად ბავშვის შემოქმედებითი პროცესის განვითარებისთვის. ამ სერიის ყოველი კონსტრუქტორის მოდელიდან შეიძლება ავაწყოთ სათამაშოს სამი ვარიანტი. ეს ხომ ბავშვის ფანტაზიას განავითარებს. თანაც მალე არ მოსწყინდება თამაში.
      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Lego Ville Duplo-ში. აქ სასიამოვნოდ გაგვაოცებს ჭრელი სათამაშოების მრავალფეროვნება, რაც განკუთვნილია 2-6 წლის ბავშვებისთვის. ესაა მზა სათამაშოები, რომელითაც შეიძლება თამაში სხვადასხვა ვარიაციებით და ასაწყობი კაშკაშა ლეგოს აგურების ნაკრებიც. ამ კონსტრუქტორებით თამაშისას ბავშვი შეძლებს განახორციელოს მთელი თავისი შემოქმედებითი ჩანაფიქრები. ინსტრუქცია კი, აწყობის ყველანაირი ვარიანტებით, დაეხმარება პატარას აითვისოს ”ლეგოს” მშენებლობის ძირითადი პრინციპები.
Bellville – ეს სერია შექმნილია სპეციალურად გოგონებისთვის. იმდენი ფერადი სათამაშოა! – მშვენიერი პრინცესები, სამეფო სასახლეები, შინაური ცხოველები, რომლებთანაც ასე უყვართ თამაში პატარა გოგონებს.
2009 წლიდან გამოვიდა ახალი სერია Lego Pirates,რომელიც ბიჭუნებს განსაკუთრებით გაახარებს. ლეგოს კიდევ ბევრი საოცარი და სასარგებლო სათამაშო აქვს.
     ”ლეგოს” შეძენა თბილისის რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი. რამდენადაც ვიცი დიდი არჩევანია ”სუპერის” ქსელში, ასევე ”პეპელაში”. ახლა ფასდაკლებებიც არის გამოცხადებული ლეგოს სათამაშოებზე. მართალია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ მაინც ხელმისაწვდომი არჩევანი ნამდვილად არის.

No comments: