
მერე, მომზადებაც ადვილია და მემგონი საუკეთესოა ზაფხულის ცხელ შუადღეს მისართმევად.
რაც მთავარია, ბავშვთან ერთად შეგვიძლია მოვამზადოთ. ჯერ საჭირო ინგრედიენტები მოვიმარაგოთ: 2 ც მწიფე ბანანი, 1 ფილა შოკოლადი, 1/4 ნაღები და ფოლგის ქაღალდი.ახლა კი საქმეს შევუდგეთ:
შოკოლადი შეგვიძლია ბლენდერში დავფქვათ, მერე ნაღებთან ერთად გავთქვიფოთ. თითო ბანანი დავჭრათ სამ-ოთხ ნაწილად, ნახევრად ამოვავლოთ შოკოლადიან ნაღებში და დავდოთ ფოლგის ქაღალდზე. შემდეგ შევინახოთ საყინულეში. 1 საათის შემდეგ გამოვიღოთ და ვისიამოვნოთ ჩვენს პატარასთან ერთად!
No comments:
Post a Comment