Babies and Parents

23 July 2009

Junior საქართველო

"ჯუნიორი" საქართველოში - “წინ, აღმოჩენების სამყაროში!”
ჩვენ ნამდვილად არ ვართ განებივრებული ხარისხიანი საბვშვო ჟურნალებით, ჰოდა ახლა შეგვიძლია გავახაროთ ბავშვები, რადგან “ჯუნიორი” უკვე საქართველოშია!

“Junior საქართველო” ახალი საბავშვო ჟურნალია - მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული დონის და საინტერესო, უახლესი ინფორმაციით დატვირთული.

“Junior საქართველო”–ს პირველი ნომრის პრეზენტაცია შედგა 2009 წლის 20 მაისს მთაწმინდის პარკის ამფითეატრში და მას ბევრი ბავშვი დაესწრო. მეორე ნომერი ივლის-აგვისტო უკვე გაყიდვაშია, ღირს 5 ლარი.
“Junior საქართველო” წარმოადგენს ცნობილი ფრანგული ჟურნალის Junior (Science&Vie) ქართულ ვერსიას. აქ მოზარდები ყოველთვიურად გაეცნობიან საინტერესო სტატიებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და სოციალური გარემოს სფეროში უახლესი აღმოჩენების შესახებ. “Junior საქართველო”-ში იბეჭდება როგორც ფრანგული ორიგინალიდან ნათარგმნი, ასევე ქართველი ავტორების მიერ მომზადებული საინტერესო წერილები მოზარდების ყოველდღიური ცხოვრების, ინტერესებისა და საქართველოსა თუ უცხოეთში მომხდარი სხვადასხვა სიახლის შესახებ. “Junior საქართველო” ბავშვებს მოუყვება მუსიკის, კომპიუტერული თამაშების, კინოს უახლეს ამბებს. ბავშვები წაიკითხავენ საინტერესო სტატიებს მეცნიერების და ტექნიკის, კინოს თუ წიგნების სფეროს სიახლეების შესახებ. “Junior საქართველო” –ს ნომრებში მოზარდები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა გათამაშებაში და შანსი ექნებათ მოიგონ საოცნებო პრიზები!

საფრანგეთში Junior (Science&Vie) გამოცემა დაიწყო 1989 წელს და მალევე არა მარტო ბავშვების, არამედ მშობლების საყვარელი ჟურნალი გახდა. 2006 და 2007 წლებში საფრანგეთში წლის საუკეთესო ჟურნალად აღიარეს. დღეს “Junior” სხვადასხვა სახელით გამოდის რუსეთში, გერმანიაში, იტალიაში, დუბაიში, ტაილანდში, ესპანეთში, ჩინეთში, კორეაში და საქართველოში.
ქართული გამოცემის სარედაქციო ჯგუფი გვიწვევს ჩვენს შვილებთან ერთად ჟურნალის საკითხავად: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეცნიერების, ტექნიკისა და საინეტესო თუ სახალისო მოვლენების სამყაროში!” რედაქტორი გახლავთ თამარ ჯანაშია.
პირველ ნომერში: გინდათ გაიგოთ როგორ სწავლობს ჰოლანდია წყალზე ცხოვრებას? გინახავთ უჩვეულო სახლი, რომელიც ადის და ჩამოდის, ან სახლი, რომელიც წყალს გადაამუშავებს. ვინც მეცნიერების სიახლეებითაა დაინტერესებული, გაიგებს რატომ ემუქრება საფრთხე მარჯნის რიფებს. იცით თუ არა რომ თბილისის ზოოპარკში მილკბილა ცხოვრობს? როგორ აშენებდნენ ძველი ეგვიპტელები გრანდიოზულ ხეოფსის პირამიდას და ა. შ. ამ ნომერში ეკონომიკური კრიზისით დაინტერესებული მოზარდებიც დაიკმაყოფილებენ ცნობისწადილს. იმასაც შეიტყობთ, ვინ გამოიგონა კინო და საფრენი აპარატი. ცინცხალ კომპიუტერულ თამაშებზეც ვთქვათ – “ევოლუციის პორტალი”, “ვირტუალური ტენისი 2009” და სხვა - მათი დეტალური აღწერილობით და თამაშის პრინციპების რჩევებით.
ახლა მეორე ნომერზე გადავიდეთ: “Junior საქართველო” ივლის-აგვისტოს ნომერში ბავშვები წაიკითხავენ სტატიებს მფრინავი მანქანების, კოსმოსური ნაგავის, სიცივის ფენომენისა და ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობების, სტენფორდის ფსიქოლოგიური ექპერიმენტის, კრიმინალისტიკის ახალი მიღწევების, ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. ყველა სტატიას ბოლოს თან ახლავს ინტერნეტ გვედების ბმულები, სადაც შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მოძიებაც. ბავშვები იხალისებენ გამოცანებით, კროსვორდით, სახალისო მათემატიკითა და რა თქმა უნდა, ფრანგი ინჟინერის გუსტავ ეიფელის კომიქსით. უკვე შესაძლებელია ჟურნალის გამოწერაც. შეღავათითაც შეიძლება რომ ვისარგებლოთ: 6 თვიანი გამოწერა 25 ლარი ღირს, ხოლო 1 წლიანი – 50 ლარი.
ასე რომ, ამ ზაფხულს ბავშვებს საინტერესო საკითხავი ნამდვილად ექნებათ.
ჩვენ კი მოუთმენლად ველით “Junior საქართველო”-ს ახალ ნომერს.
ირენ მახარაძე
2009

No comments: