
გრძნობით დაწერილი მოთხრობები ბავშვებისთვის და მშობლებისთვის
ავტორი: ჯენიფერ მურ-მალინოსი
ილუსტრაციები: მარტა ფაბრეგა
ქართული ტექსტის ავტორი: გაგა ლომიძე
ფსიქოლოგ-კონსულტანტი: ნანა ჩაჩუა
რედაქტორი: დოდო კარანაძე
გამომცემელი: ქეთევან კიღურაძე
©გამომცემლობა „სიესტა“ 2009
© 2008 Gemser Publications S.L.
სერიის სახელწოდება ინგლისურ ენაზე Lets Talk About
5 – დან – 11 წლამდე ასაკის პატარებისთვის
ყველა
დედა მუშაობს. მნიშვნელობა არ აქვს ქალი შინ მუშაობს და ოჯახს უვლის თუ
სამსახურში დადის. ყველა დედა მუშაობს და მათი სამუშაო ორივე შემთხვევაში
მნიშვნელოვანია! „დედაც მუშაობს“ – ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩვენი შვილები უკეთ გაიგებენ იმ მიზეზებს, რის გამოც ორივე მშობელი სამსახურში სიარულს ირჩევს. წიგნში
აღწერილია ბავშვის ტიპიურ რეაქცია დედის სამსახურში სიარულთან
დაკავშირებით. პატარები ხომ ხშირად მარტო გრძნობენ თავს და მშობლებისგან
ყურადღებას და სიყვარულს ელიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედა სამსახურში
სიარულს იწყებს. ეს წიგნი დაარწმუნებს პატარას, რომ დედას ის ნამდვილად
უყვარს და აუხსნის რატომაა აუილებებლი ყველა დედამ იმუშაოს.

თითქმის ყველა პატარას აქვს საკუთარი ფიქრები და წარმოდგენები ადამიანებთან ურთიერთობებზე. „მოდით, ვისაუბროთ ამაზე „ სერიის
წიგნები შეიქმნა განსაკუთრებულად მათთვის. ყოველი წიგნი გაფორმებულია
ფერადი ილუსტრაციებით. მშობლებს ვურჩევთ ხმამაღლა წაუკითხონ ეს მოთხრობები
თავინთ პატარებს, ერთად დაათვალიერონ მომხიბლავი ნახატებიანი ისტორიები
ბიჭუნებისთვის და გოგონებისთვის. უმცროსკლასელები თავადაც შეძლებენ გაეცნონ
ამ მოთხრობებს.


ეს წიგნები ბავშვებს თავდაჯერებულობას შემატებს, ასწავლის საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ღიად საუბარს იმ თემებსა და პრობლემემზე, რაც მათ აწუხებთ. ჩვენი შვილები
უკეთ გაიგებენ იმ მიზეზებს, რის გამოც ორივე მშობელი სამსახურში სიარულს
ირჩევს. ჩვენთან ერთად დაფიქრდებიან როგორი საიდუმლო შეიძლება შეინახონ და
რომელი აუცილებლად გაანდონ დედიკოს და მამიკოს. ასევე გაიაზრებენ რატომაა მათი ბებია და ბაბუა ასეთი განსაკუთრებული და საყვარელი. ის პატარები, ვისი დედიკო და მამიკოც ერთად აღარ ცხოვრობს, შეძლებენ ჯანსაღად გაიაზრონ მშობლების განშორება.
No comments:
Post a Comment