ნინო დეიდას ქადები.
ნინო დედას უფროსი დაა. ყველაფერში მაგარია. სუპერ ბებოა, 6 შვილიშვილი ჰყავს. სულ სამზადისშია და საოცარ რამეებს აკეთებს, ყველაფერი გემრიელი გამოსდის. მის გამომცხვარ ხაჭაპურზე არაფერს ვწერ ამჯერად, ტორტების და ტკბილეუსლის ნამდვილი ოსტატია! ნინო დეიდას მურაბები კი საერთოდ ცალკე თემაა. ჩემი საყვარელი ფელამუშის მომზადებაც მისგან ვისწავლე.
ჩვენთვის საგანგებოდ თავისი ცნობილი რეცეპტით ქადები და "სიგარეტები" გამოგვიცხო, ბავშვობის გემოები გამახსენდა, თან რეცეპტიც ჩავიწერე, ბლოგისთვის ფოტოებიც გადავუღე და გაგიზიარებთ. ოღონდ ეს რეცეპტი დიდ პორციაზეა გათვლილი, როგორც წესი ნინო დეიდა, დედაჩემის არიყოს, ბარაქიანად ამზადებს, დიდ ოჯახს როგორც შეეფერება.
მაშ ასე, ნინოს ქადები:
ქადებისთვის საჭირო ინგრედიენტები;
ცომისთვის დაგვჭირდება:
5 ჭ ფქვილი
500 გრ მარგარინი ("ონა") ოთახის ტემპერატურის
1 ჭიქა ნახევარი მაწონი, ნახ. ჩაის კოვზი სოდა
ვანილი
გულსართისთვის:
2,5 ჭიქა ფქვილი
2,5 ჭიქა შაქარი
250 გრ დარბილებული კარაქი
ცომის მომზადების წესი: 5 ჭიქა ფქვილს დავყრით თასზე, დავახეხავთ 500 გრ მარგარინს, მოვზელთ;. დავასხამთ 1 ჭ ნახევარ მაწონს სოდით, ცოტა ვანილს ვამატებთ, მოვზელთ ცომს. შეიძლება ფქვილის დამატება დასჭირდეს. რბილი ცომი უნდა გამოვიდეს. სანამ გულსართს მოვამზადებთ, დავასვენებთ ცომს.
გულსართის მომზადების წესი: 2,5 ჭიქა ფქვილი და 2,5 ჭიქა შაქარი აურიოთ ერთმნეთში, დავუმატოთ 250 გრ დარბილებული კარაქი.
ცომს გავყოფთ 5 თანაბარ ნაწილად, გავაბრტყელებთ. გულსართსაც 5 ნაწილად გავყოფთ.
მოვამზადებთ ქადების ხვეულებს და ზემოდან წავუსვამთ კვერცხის გულს, შეგვიძლია გულსართიც მოვაყაროთ, შემდეგ დავჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად და დავალაგებთ გამოსაცხობ ტაფაზე.
180 გრადუსზე ცხვება, რომ მოიბრაწება ქადები, მზად არის.
Babies and Parents
25 July 2013
12 July 2013
ღუმელში შემწვარი კატლეტი ბოსტნეულით. დედაჩემის რეცეპტი
საჭირო ინგრედიენტები
ფარშისთვის:
- 1კგ და 500 გრ საქონლის ხორცი
- 3 თავი ხახვი
- 1 ც პამიდორი
- 3-4 კბილი ნიორი
- მწვანილი: ქინძი, ოხრახუში
- 2 ჩ/კ უცხო სუნელი
- პური 3–4 ზომიერი ნაჭერი
- კვერცხი 2 ც
- 1 ც ბულგარული წიწაკა
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი
ბოსტნეულის გარნირისთვის:
- კარტოფილი 1 კგ
- ზეითუნის ზეთი
- მარილი
- 2–2 ც ბულგარული, წითელი და მწვანე
- წყალი 250 გრ (1 ჭიქა)
- 3 მოზრდილი ზომის პამიდორი
- რიგანი ხმელი
- მარილი
მოვამზადოთ კატლეტის ფარში: ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ საქონოლის ხორცი, ხახვი, ნიორი, მწვანილი, პური, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, შემდეგ დავუმატოთ შავი პილპილი, უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით, კვერცხი და კარგად ავურიოთ. სასურველია მომზადებული ფარში ნახევარი საათი შევდოთ მაცივარში. ამასობაში მოვამზადოთ ბოსტნეულის გარნირი.
ცალკე ჯამში ჩავყაროთ გათლილი კარტოფილი, დავჭრათ მრგვალად, მსხვილად, პომიდორი, ბულგარული და ხახვი კი მოგრძო ნაჭრებად ( დაახლოებით 1 სმ სისქის) დავჭრათ.
დიდ ტაფაზე ვასხმათ ზეთს, ისე რომ ტაფის ზედაპირი ბოლომდე დაფაროს, ვყრით ზედ კარტოფილს და დაჭრილ ბოსტნეულს, ვაზავებთ მარილით, პილპილით და რიგანით და კარგად ავურევთ. თანაბრათ გავანაწილებთ ტაფაზე. ხელებს ზეთში ვისვრით და ისე ვაკეთებთ მოზრდილ კატლეტებს და ვალაგებთ ზევიდან ბოსტნეულზე. შემდეგ კუთხეებიდან ვასხამთ 1 ჭიქა ცივ წყალს. კატლეტებს ზემოდანაც მოვაყრით რიგანს და მოვასხამთ ცოტა ზეთს.
კატლეტებს ბოსტნეულით ვწვავთ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 60 წთ.
Labels:
კულინარია Cookery
Tbilisi, Georgia
Кутаиси, Грузия
22 June 2013
Lego Kids
ორ აქტიურ, ზოგჯერ ჰიპერაქტიურ არსებას, შეუძლია მინიმუმ ერთი საათი მაინც გაატაროს ლეგოს კონსტრუქტორებთან ერთად. აქამდე ეს ლაშას გატაცება იყო, ახლა თინათინიც ნორჩი ლეგოელი გოგო გახდა. რა ბედნიერებაა, ცოტა მოსვენების საშუალება მიჩნდება. მადლობა ლეგოს, მის შემქნელს! :)
Labels:
ბავშვებისთვის For Kids,
სათამაშოები Toys
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia
20 June 2013
ბრაუნი Brownie
ბრაუნის ჩემი ვერსია:) მარტივი მოსამზადებელი და გემრიელი.
მომზადების წესი:
საჭირო ინგრედიენტები:
- 1ც კვერცხი
- 1ჭ შაქარი
- 100 გრ კარაქი
- 4 ს.კ. კაკაო
- ვანილი
- 150 გრ მაწონი (ამჯერად "სანტინოს" მარწყვის ხაჭო გამოვიყენე)
- 250 გრ ფქვილი
- ნახ. ჩაის კოვზი სოდა ძმრით (ძმრის ნაცვლად ხშირად ლიმნის წვენს ვიყენებ)
მომზადების წესი:
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. მოვამზადოთ გამოსაცხობი ფორმა.
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. მაწონში გავხსნათ სოდა ძმრით, კარგად რომ ამოფუვდება, მერე ვასხამთ მასაში. შემდეგ ვამატებთ გამდნარ კარაქს, კაკაოს, ვანილს, ბოლოს ფქვილს.
ვაცხობთ ცხიმწასმულ ფორმაში, 20-30 წუთი, 180 გრადუსზე.
ბრაუნის მრავალფეროვანი რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ აქ
17 June 2013
კვირის გასეირნება "პომოდოროსიმოში" At Pizzeria and Steak House Pomodorissimo
კვირა დღე ბავშვებისაა. გუშინ გადავწყვიტეთ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "კაფე პომოდოროსიმოს" პიცა გაგვესინჯა.
ორი ბავშვით შევედით კაფეში. სასიამოვნო, მშვიდი გარემო დაგვხვდა. პირველი სართული ცარიელი იყო და ახლოს დავსხედით დახლთან, იმის ხათრით რომ გვეყურებინა როგორ აცხობენ პიცას შეშის ღუმელში. სანახაობამ მოგვხიბლა, განსაკუთრებით ლაშა, პიცის ცომის ჰაერში ბზრიალი, მერე პრაშუტოს, სოკოს, პომიდვრის სოუსის და ყველის მობნევა ცომზე, მერე უზარმაზარი ნიჩბით პიცის ღუმელში შეგდება. პიცას არაუშავდა. შეშის ღუმელში გამომცხვარს თავისი მუღამი აქვს. ნებისმიერი კერძი იტალიიდან ჩამოტანილი პროდუქტებით არის მომზადებულიო, თუმცა პიცას რა ყველიც ქონდა, მოცარელას ნამდვილად არ წააგავდა და არც სურნელი ჰქონდა სპეციფიურ-იტალიურ-როზმარინული. ყავა გემრიელი იყო. ბავშვებს კარტოფილი ფრიც მოეწონათ. გული დაგვწყდა რომ რავიოლები ვერ აღმოვაჩინეთ მენიუში.
შევუკვეთეთ ანანასის წვენი, ერთი ყინულით, მეორე ყინულის გარეშე, პატარა თინასთვის. თინას ერთი-ორი კოვზი დავალევინე, მერე შემთხვევით მეც გემო გავუსინჯე და წვენი ამჟავებული აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი, რას ვიფიქრებდი, ამას. მიმტანი გოგონა ძალიან შეწუხდა და ბოდიში მომიხადა. რა უნდა მექნა, ჩხუბს და აყალმაყალს ხომ არ ავტეხდი, საყვედურით შემოვიფარგლე. თინა კი გადარჩა რომ ამ უცნაურმა წვენმა არ აწყინა. ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა აგიმჟავდეს ანანასის წვენი ასეთ "პრესტიჟულ" კაფეში. ან დიდი ხნის გახნილი დაგვისხეს, ან მაცივარში არ ჰქონდათ შენახული, არ ვიცი, რა. ჰო, და რაც მთავარია, ჩვენი პიცა რომ გამოცხვა, დაცვის ფორმიანმა ბიჭმა დაგვიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ღუმელთან 4 კაცი მაინც იდგა. ამჟავებული წვენის საფასური არ გადაგვახდევინეს, ბევრი ბოდიში გამოგვაყოლეს და დაცვის ბიჭიც ზრდილობიანად დაგვემშვიდობა. ფოტოების გადაღება კი მინდოდა, მაგრამ ნერვებმოშლილს სურვილი გამიქრა, თუმცა ახლა კი ვნანობ, ბლოგისთვის ხომ გამომადგებოდა:)
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia
13 June 2013
6 წლის ასაკი 6 year old
6 წლის ასაკი განსაკუთრებულია. ჩემი შვილი სკოლაში წასასვლელად ემზადება.
ახლა მისი ცხოვრება მთლიანად
ამ მოვლენის გარშემო ტრიალებს და ცხადია, მასზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენასაც ახდენს. მგონი ლაშას ცოტა აშინებს სკოლა, ხშირად მეუბნება, არ შეიძლება 10 წლის რომ შევიდე სკოლაშიო? ვდილობ მარტო არ დავტოვო თავის ფიქრებთან. ვეუბნები, რომ მან უკვე იცის დათვლა, კითხვა, რომ ის უკვე საკმაოდ
დიდია და სკოლაში არ გაუჭირდება, პირიქით, სწავლა საინტერესო და სახალისო იქნება.
6 წლის ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური
ცვლილებები ხდება - იწყება სქესობრივი მომწიფება.
ბიჭები ამ ასაკში აქტიურად იზრდებიან სიმაღლეში.
გოგონების სქესობრივი მომწიფება რამდენამდე გვიან, 9-11 წლის ასაკში იწყება, ამიტომ 6 წლისანი ისე
სწრაფად არ იცვლებიან, როგორც ბიჭები. ბიჭები საგრძნობლად იზრდებიან და ხშირად მადაც
ემატებათ. ის, ვინც მანამდე ცუდად ჭამდა, ახლა სავარაუდოდ უკეთ შეჭამს და შეიძლება
ძილის წინაც მოითხოვონ წახემსება.
6 წლის ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა.
ორგანიზმი სავსეა ენერგიით, მას დახარჯვა სჭირდება. ვეცადოთ ბავშვმა მეტი დრო გაატაროს
გარეთ, აქტიურ თამაშებში, მოძრაობაში. ეს ყოველთვის სასარგებლოა, ამ ასაკში კი განსაკუთრებით.
მთავარი კითხვა რაც აწუხებს ამ ასაკის ბავშვის მშობელს,
მზად არის თუა არა სკოლაში შესასვლელად. უნივერსალური რეცეპტი ამისთვის არ არსებობს.
ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბავშვის განვითარების დონეზე. კომუნიკაბელური ბავშვებისთვის სკოლაში ყოფნა
უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე სახლში. ზოგს უკვე შეგნებულად უნდა სკოლაში სიარული,
ამ შემთხვევაში გონივრული იქნება ბავშვის სკოლაში შეყვანა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ
ბავშვმა უკვე იცის კითხვა დათვლა, წერაც, მაგრამ ფსიქოლოგიურად სკოლისთვის მზად საერთოდ
არ არის. 6 და 7 წელს შორის, ფსიქოლოგიურ პლანში დიდი განსხვავებაა. ერთია ბავშვს გამოუმუშავო
გარკვეული ჩვევა, მეორეა აუხსნა, რას მოითხოვენ მისგან სკოლაში. ამ ასაკში ბევრ ბავშვს
აკლია სიბეჯითე, არ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება ერთ საგანზე 40 წუთის მანძილზეც
კი. საბოლოო ჯამში თვითონ ხომ ვერაფერს ისწავლიან, სხვასაც ხელს შეუშლიან.
თუკი სკოლის საკითხი ჩვენთვის პრინციპული არ არის, მაშინ
აჯობებს ბავშვს გავუხანგრძლივოთ ბავშვობა. სკოლა ეს არ არის მხოლოდ ცხოვრების ახალი
ეტაპი, ეს ასევე არის კოლოსალური დატვირთვა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. უმეტესობას
უჭირს დილით ადრე ადგომა, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ. ახალი
გარემო და ადამიანები, უცხო დეიდა დედის მაგივრად, მეცადინეობა, - ყველაფერი ერთად
ქმნის ერთ დიდ სტრესს, რომლის გადალახვაც 7 წლის ასაკში უფრო ადვილია, ვიდრე 6 წლისას.
სასურველია, 6 წლის ბავშვი ფსიქოლოგთან წავიყვანოთ იმის გასარკვევად, რამდენად მზადაა
სკოლისთვის,.
უმეტესობა 6 წლის შედის სკოლაში. ანუ, ისინი საკმარისად
დიდები არიან. ბავშვმა იცის ყველაფერი, ვასწავლეთ, დათვლა, კითხვა, წერა და უცხო
ენაზეც ამბობს სიტყვებს - ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ცხოვრებაში მშობლის მონაწილეობის
ხარისხზე. სხვათა შორის უცხო ენებს ძალიან ადვილად ითვისებენ 6 წლის ასაკში. განვითარებული
აქვთ მიმბაძველობითი თვისებები, მეხსიერებაც ძალიან მგრძნობიარეა - ყველა თვისება აქვთ
რაც სჭირდება ენის შესწავლას.
მშობლებმა არ უნდა ვიჩქაროთ სკოლაში შეყვანა, ყურადღებით
დავაკვირდეთ - მართლა მზად არის თუ არა ჩვენი შვილი ფსიქოლოგიურად ასეთი კარდინალური
ცვლილებებისთვის მის ცხოვრებაში. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განვითარება ინდივიდუალურად
ხდება. ზოგი 6 წლის ასაკში უკვე დიდია და მზადაა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სკოლა
ხომ მხოლოდ სწავლაა არაა, ესაა ასევე მშობლების გარეშე გატარებული საათები, ეს ნიშნავს
გადაწყვეტილების მიღებას, ურთიერთობების დამყარებას დამოუკიდებლად. ზოგი ბავშვი ამ
ასაკში ისეთი ინფანტილურია, რომ სკოლაზე ფიქრი ნაადრევია. ასეთ შემთხვევაში სასუველია
სკოლამდელ მოსამზადებელ წრეებზე ვატაროთ.
Labels:
მშობლებისთვის For Parents
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia
ბოსტნეული Vegetables
როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული
ბევრი პატარა კატეგორიულ უარს ამბობს ბოსტნეულის ჭამაზე. არ უნდათ არც სტაფილო, არც კომბოსტო, არც ჭარხალი, არც მწვანილს გაუსინჯავენ გემოს. ხშირად მხოლოდ შემწვარ კარტოფილს მიირთმევენ სიამოვნებით.
ჩვენ კი ძალიან გვინდა, სასარგებლო ბოსტნეული ყოველდღიურ რაციონში ჰქონდეს ბავშვს. როგორ შეიძლება ბოსტნეულის ჭამა შევაყვაროთ ჩვენს პატარას?
ვცადოთ, და უკეთ გავაცნოთ ბავშვს სასარგებლო ბოსტნეული. მარტივად ავუხსნათ რომ ვიტამინები, რომელსაც ბოსტნეული შეიცავს, მნიშვნელოვანია მისი ზრდისა და განვითარებისთვის. უფრო მნიშვნელოვანია, საინტერესო ამბები მოუყვეთ, ან რამე ზღაპარი მოვიგონოთ იმ საოცარი ქმნილებების შესახებ, რომლებიც მის სუპში დაცურავენ. თურმე ჭარხალი ძალიან მორცხვი ყოფილა და ამიტომაა ასეთი წითელი, სტაფილო ტრაბახა და ძალზე ცნობისმოყვარეა, სულ არ რცხვენია როცა ტყუილს ამბობს. აი, კომბოსტო კი მცივანა ყოფილა და ამიტომაა გახვეული ფურცლებში.
ჩვენ ვცადოთ, და თუ ეს მოგონილი ისტორია არ შეცვლის პატარას კულინარიულ გემოვნებას, გაოცებისგან პირს მაინც აუცილებლად გააღებს. აქ კი ჩვენ ვიცით და ჩვენმა სიმარჯვემ:)
ბავშვები ხშირად საყვარელი მულტფილმებიდან იღებენ ბევრ რამეს, ბაძავენ პერსონაჟებს. ჩემი შვილიც სტაფილოს ფანი მას შემდეგ გახდა, რაც Bugs Bunny მულტფილმი ნახა, სადაც ეს მოუსვენეარი ბაჭია, სულ სტაფილოს ჭამს. რძის დალევაზე უარს აღარ ამბოს ჩიპი და დეილის ხათრით. მოკლედ, ჩვენს ოჯახში დისნეის გმირების დამსახურებაა ლაშას ბოსტნეულის ჭამის პრობლემის მოხსნა.
ბავშვები ხშირად საყვარელი მულტფილმებიდან იღებენ ბევრ რამეს, ბაძავენ პერსონაჟებს. ჩემი შვილიც სტაფილოს ფანი მას შემდეგ გახდა, რაც Bugs Bunny მულტფილმი ნახა, სადაც ეს მოუსვენეარი ბაჭია, სულ სტაფილოს ჭამს. რძის დალევაზე უარს აღარ ამბოს ჩიპი და დეილის ხათრით. მოკლედ, ჩვენს ოჯახში დისნეის გმირების დამსახურებაა ლაშას ბოსტნეულის ჭამის პრობლემის მოხსნა.
Labels:
ბავშვის კვება Kids Food
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia
11 June 2013
სასარგებლო კენკრა Wholesome Berry
ბავშვის კვება
სასარგებლო კენკრა
- ალუბალი ჰემოგლობინს მაღლა წევს, ამდიდრებს სისხლს რკინით, თუთიით და კობალტით. მწიფე ალუბალი B9 ვიტამინითა და ფოლიუმის მჟავით არის სავსე, რაც აუცილებელია იმუნური სისტემისთვის. ალუბალი ცხიმებსაც წვავს.
- ჟოლოს მურაბა შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც თავისი ბუნებით ასპირინის მსგავსია და გაციების დროს ტემპერატურას დაბლა წევს. ჟოლო მდიდარია კალიუმით, კალციუმითა და რკინით.
- შავ მოცხარს კი C ვიტამინის შემცველობის მიხედვით ტოლი არ ჰყავს. მისი ნაყოფი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინს A , ბევრ პეკტინს. მოცხარი კალიუმის მარილებისა და რკინის შესანიშნავი წყაროა. მოცხარის ნებისმიერი ფორმით მომზადებისას, შენარჩუნებულია C ვიტამინი.
- წითელი მოცხარი ვიტამინების შემცველობით ახლოსაა შავთან, თუმცა მასში C ვიტამინი შედარებით ცოტაა. საუკეთესოა წითელი მოცხარის ჟელე, ასევე კისელი და კომპოტი.
- მარწყვი შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, B1, B2, B3, B6, PP, კაროტინს. ძალიან გემრიელია როგორც ცოცხალი მარწყვი, ისე მისგან მომზადებული მურაბა, კომპოტი, ჟელე, მუსი. თუმცა ალერგიული ბავშვებისთვის მარწყვი არ შეიძლება.
- ხურტკმელი ხასიათდება შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით და ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას.
Labels:
ბავშვის კვება Kids Food
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia
Subscribe to:
Posts (Atom)