"მე მინდა ჩემი შვილი ჯანმრთელი და ძლიერი გაიზარდოს!" – ამას ამბობს ყველა მშობელი. მაგრამ პაწაწინას იმუნიტეტი ხომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ზოგჯერ ავადაც გვიხდება. გაცივება, ვირუსები, რაქიტი, გაზები, დიათეზი თუ ბევრი სხვა რამ პატარებს ხშირად აწუხებთ. როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ, მშობლების დროული ჩარევით ამის თავიდან აცილება მეტნაკლებად შესაძლებელია.
გაზაფხულზე პატარა ხშირად ცივდება. ამ დროს სხვადასხვა ინფექციები და ვირუსებიც მძვინვარებს. ერთი შეხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია ბავშვი ავარიდოთ ამ უსიამოვნებებს, თუმცა არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვაც ხშირად დადებით შედეგს იღებს.
პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ ჩვილის ასაკიდანვე გავაძლიეროთ ბავშვის ორგანიზმის დამცავი ძალები. ამის საუკეთესო საშუალება კი ელემენტარული გაკაჟება – კონტრასტული აბაზანებია. ბუნებრივია, ამ პროცედურას პატარა თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ.
თავდაპირველად სრულიად საკმარისია ბანაობის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყალი გადავავლოთ, მერე ისევ თბილი (ერთხელ), შემდეგ თბილი პორცია შეიძლება შევცვალოთ უფრო გრილი წყლით და ხუთიდან შვიდამდე გავზარდოთ გადავლების რაოდენობა. გრიპი როცა მძვინვარებს, ბავშვი ხალხმრავალ ადგილებში რომ არ უნდა ვატაროთ, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. ჰოდა, მშობლებმა ასეთ დროს სიფრთხილე უნდა დავიცვათ. თუ მაინცდამაინც ამ დროს გვიწევს ბავშვთან ერთად გასვლა, ნუ დაიზარებთ და პატარას დამცავი ნიღაბი გაუკეთეთ – მართალია ესთეტიკურ მხარეს მოკლებულია, სამაგიეროდ ბაშვის ჯანმრთელობა დაცულია!
ბავშვები და მშობლები
2009
No comments:
Post a Comment