Babies and Parents

20 May 2009

შიო მღვიმელი Shio Mgvimeli

პატარა მკითხველებს
ჩემო პაწია მერცხლებო,
ჩემი სიცოცხლის სხივებო,
საყვარლად მოჭიკჭიკენო,
თქვენ ჩემო გულის მძივებო,–
მოგესალმებით ტკბილ-კოცნით
ბიძია გულით წრფელითა
და გიძღვნით ყველას სიხარულს,
სიყვარულს უთქმელს ენითა.

მარტს
მობრძანდი, მარტო, დროისით,
თოვლჭყაპუნა და წყლიანო,
ჭკუაზე თხელო, სულელო,
ხანდისხან ქარისხლიანო,
ზე- ქვერე ავადმყოფივით
ღრუბლიანო და მზიანო,
არც გაზაფხულო, ზამთარო,
არც თუ ნათელადღიანო!
შენ უკან დაგედევნება
მერცხალი ჭიკჭიკენისა,
გაზაფხულისა მორბედი,
დამატკბობელი სმენისა,
გულის ჭირთ უკუგამყრელი,
მკურნალი დამპალ სენისა,
მუდამ ერთ ხმაზე მგალობი,
მოყვარე დედაენისა.

No comments: