Babies and Parents

20 May 2009

გაზები Colics

     რაც შეეხება გაზებს – ეს პრობლემა ბევრ ჩვილს აწუხებს, ხშირ შემთხვევაში ბიჭუნებს.
    მახსოვს, როდესაც პირველად პედიატრი მეწვია და ჩვილის მოვლის რჩევებს მაძლევდა, მითხრა, რომ ბავშვი პირდაპირ სწორ მატრასზე არ დამეწვინა, პირველი 3 თვე მაინც, პატარას თავი ოდნავ ამაღლებული უნდა ჰქონდესო. ძილის დროს ასეთი მდებარეობა კარგია კუჭნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის და ხელს შეუშლის გაზების წარმოქმნას. კარგია ბავშვის მუცელზე დაწვენა.
     ჩვენ ექიმის დარიგება გავითვალიწინეთ და მართლაც, ლაშას გაზების სერიოზული პრობლემა არ ჰქონია. მაგრამ ჩემი მეგობრები ხშირად ჩიოდნენ თავიანთი პატარების წუხილს – ნაწლავური გაზები ხომ ძალიან მტკივნეულია. დღეს უამრავი საშუალება არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კამა ძალიან კარგად მოქმედებს ჩვილის საჭმლის მონელების სისტემაზე. თუ ბავშვს პირველივე კვირიდან მივცემთ კამის საფუძველზე დამზადებულ ნატურალურ საშუალებებს (მაგ. კამის ჩაი), ეს გაზების თავიდან აცილებაში მოგვეხმარება. გაზების შემსუბუქება შეუძლია მასაჟსაც. ზოგი დედიკო და მამიკო, რატომღაც სათანადოდ ვერ აფასებს ამ პროცედურის მნიშვნელობას. არა და კვებათა შორის პაწაწინას თუ დააწვენთ და მუცელზე საათის ისრის მიმართულებით ნაზად ხელს მოვუსმევთ, მშვენივრად ახდენს საჭმლის მომნელებელი პროცესების სტიმულირებას და აფერხებს გაზების წარმოშობას.
ბავშვები და მშობლები
  2009

No comments: