ჩვილის ორგანიზმში ვიტამინ D –ს ნაკლებობა იწვევს რაქიტს. ეს პრობლემა ჩვენს პატარას რომ არ შეეხოს, საჭიროა მისი დროული და გონივრული პროფილაქტიკა.
რაქიტი გამოწვეულია D ვიტამინისა და მზის სხივების უკმარისობით, იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის გამოც ირღვევა ძვლების მინერალიზაცია. ავადდებიან ბავშვები ერთი–სამი წლის ასაკში (უპირატესად ზამთრის პერიოდში).
პირველ რიგში მომავალი დედა ორსულობის პერიოდში აუცილებლად სწორად უნდა იკვებებოდეს, მიიღოს ვიტამინების კომპლექსი და რაც შეიძლება ხშირად ისეირნოს სუფთა ჰაერზე.
გაცილებით იშვიათად ავადდებიან რაქიტით “ძუძუს ბავშვები”. ჰოდა, დედიკოებო, თქვენსავე ინტერესებში შედის, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოთ ლაქტაცია.
D ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისთვის პედიატრები შესაბამის პრეპარატებს ნიშნავენ. თუ თქვენს პატარას შეამჩნევთ ხშირ ოფლიანობას, ჭირვეულობას, თავის ფორმის დეფორმაციას (შუბლის არეში, ან კეფაზე), მიმართეთ ექიმს – ის დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. მკურნალობა კომპლექსურია და მიმართულია ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შევსებისკენ.
მზის სხივი უებარი წამალია რაქიტის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ეცადეთ ბავშვი ხშირად გაასეირნოთ, მზის სხივებმა დახედონ პატარას სახეს და ხელებს.
კარგია “მზის აბაზანებიც” – ოთახში ფანჯარასთან მიადგით საწოლი, ოღონდ მწველი მზე არ უნდა იყოს და ტიტლიკანა ბაია დააგორეთ 10-10 წუთი ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე, მერე დააწვინეთ ზურგზე და მუცელზეც. ჩემს ბიჭს ძალიან მოსწონდა ეს პროცედურა, თან სათამაშოებით ერთობოდა.

No comments:
Post a Comment