ავტორები: მანანა და ქეთევან აბრამიშვილები
თამთა გურგენიძის მონაწილეობით
ფიგურები პლასტელინისგან გამოძერწეს ია გიგოლაშვილმა და ნანა მელქაძემ.
გამომცემლობა “დიოგენემ” საოცარი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს შვილებს. ესაა ახალი საბავშვო წიგნი “მოდით, მოდით, ბავშვებო!”
საოცარია ის რაც წიგნში ხდება!
ილუსტრაციები,რომლის თვალიერებაც ჩვენს პატარებს ასე ძალიან უყვართ, ჩვეულებრივი კი არაა, პლასტელინისგან გამოუძერწავთ. წიგნში ბავშვებთან ერთად წავიკითხავთ ლექსებს, მოთხრობებს. ენის გასატეხებს და გამოცანებსაც ვისწავლით, საინტერესო ამბებსაც გავიგებთ და საბავშვო პიესის მიხედვით წარმოდგენაც კი შეიძლება დავდგათ. ჩემმა ვაჟმა ძალიან იხალისა “მარწყვიყლაპია ტორტის ამბავი” რომ წავიკითხეთ, და გაოცებული აკვირდებოდა მარწყვებით მორთულ პლასტელინის ტორტუნას... გამოცანების გამოცნობა კარნახის გარეშე ჯერ ცოტა გვიჭირს. ჰოდა, აქაც პლასტელინის ილუსტრაციებმა გვიშველა: ჭიამაია და მარწყვი, პეპელა თუ ფუტკარი, ძროხა, ვაშლი, ტელეფონი – ყველა გამოვიცანით!


No comments:
Post a Comment