Babies and Parents

18 July 2012

ფუნთუშები კრემით Buns with cream


საჭირო ინგრედიენტები  
ცომისთვის:
 2 ჭიქა თბილი რძე, 2 არასავსე .. საფუარი, 2. კვერცხი, 3 .. შაქარი, ცოტაოდენი მარილი, 4 .. ზეთი.
0,5 ზეთი შესაწვავად.
კრემისთვის:
1 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა შაქარი, 3 ჭიქა რძე, 50 გრ კარაქი, ვანილი.

მომზადების წესი:
2 ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ 2 .. საფუარი. დავუმატოთ 2 კვერცხი, 3 .. შაქარ, მარილი, ზეთი, შევურიოთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი (შეგვიძლია ცომი მიქსერით გავთქვიფოთ).
მზა ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი აფუვდება, ერთხელ ჩავზილოთ, მეორედ რომ აფუვდება უკვე მზადაა გამოსაცხობად.

კრემი:
 1ჭიქა ფქვილი, 2ჭიქა შაქარი და 3 ჭიქა მდუღარე რძე ავთქვიფოთ, ჩავასხათ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, სანამ კარგად არ შესქელდება. ცეცხლიდან რომ გადმოვდგამთ, შევურიოთ კარაქი, ვანილი და გავაციოთ.

ცომი დავყოთ პატარა ბურთულებად, მერე კი გავაბრტყელოთ და თითოეულში ჩავდოთ კრემი, კარგად შევკრათ, ფუნთუშებს ბურთულების ფორმა მივცეთ.
შემდეგ კი წინასწარ გახურებულ ღრმა ქვაბში ზეთში შევწვათ. ძალიან მაღალ ცეცხლ მოერიდეთ, რომ ფუნთუშამ გამოცხობა მოასწროს. კრემის ნაცვლად შეგვილძია გავუკეთოთ ხილის ჯემი ანნუტელა.
შემწვარ ფუნთუშებს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.


No comments: