Babies and Parents

02 February 2013

ბებია და ბაბუა Grandparents


     „ბიბაასე ეძახის ჩემი შვილი თავის ბებოს, ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ანებივრებს და უარს არასდროს ეუბნება თამაშსა თუ სასეირნოდ წასვლაზე
ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ხედავდეს და ურთიერთობა ქონდეს ბებია და ბაბუასთან, ასაკოვან ნათესავთან ან უბრალოდ ნაცნობთან. გაგებით ჩვენი პაწაწინა ვერაფერს გაიგებს, მაგრამ ნამდვილად იგრძნობს: ასაკოვან ადამიანში არის რაღაც, რაც არც ერთ ახალგაზრდას არ აქვსდა ეს რაღაც ძალიან კარგია.
    საერთოდ, ასე მგონია, ადამიანი, რომელმაც ცხოვრება ღირსეულად განვლო განსაკუთრებულია. ზოგჯერ ეს აშკარად იგრძნობათითქმის ფიზიკურად. ასაკს თავისი ღირსება აქვსესაა ღირსება და შეგრძნება ბოლომდე კარგად შესრულებული საქმის, მთავარი საქმისსაკუთარი ადამიანური ცხოვრების.

     ჩემს პატარას აშკარად ვატყობ, რომ ბებია და ბაბუასთან ურთიერთობა მაინც აკლია, იმიტომ რომ მამის მხრიდან ბებია და ბაბუა აღარ ყავს, ჩემი მშობლები კი სხვა ქალაქში ცხოვრობენ და მათი ნახვა წელიწადში 3–4 ჯერ უწევს. თუმცა ვგრძნობ, რომ პატარა განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს სხვა ასაკოვანი ნათესავების და ახლობლების მიმართაც. მაგალითად, ძალიან უყვარს ჩვენი მეზობელი, კეთილი და თბილი კაკო ბაბუ. ერთმანეთს სალმის გარეშე გვერდს არ აუვლიან და სიცილის დროს ერთნაირად ეჭუტებათ თვალები. თან კაკო ბაბუს ყოველთვის აქვს ჯიბეში კანფეტი... მიუხედავად იმისა, რომ ლაშამ იცის, კაკო ბაბუს ის ძალიან უყვარს, არ უთამამდება და მორცხვად ართმევს ხოლმე საყვარელ ტკბილეულს.

     აი, ბიბასთან კი სულ სხვა ურთიერთობა აქვს. უფრო თამამი და მხიარულია. იმიტომ, რომ ბიბა ყველაფერს უსრულებს, სასაცილო თამაშებს ასწავლის, ლექსებს უკითხავს, უმღერის. ბაბუსთან შედარებით მორიდებულია. თუმცა ორივე ერთნაირად ანებივრებს, უბრალოდ ბიბა უფრო მეტი დროის გატარებას ახერხებს მასთან.

    ბებია და ბაბუასთან ურთიერთობა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ალბათ, პატარას აღზრდაში ყველა ახლობელი უფროსი უნდა გაერთიანდეს, თუ სურთ, რომ საწადელს მიაღწიონ. თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს ვინმეს პედაგოგიურ მოსაზრებებსსაბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის მშობლებმა უნდა მიიღო.
     ბებიას შეუძლია პატარას ძალიან ბევრი რამ მისცეს, რისი მიცემაც დედას არ შეუძლია. უბრალოდ იმიტომ, რომ დედა მუშაობს, მას უამრავი საქმე და ინტერესი აქვს და ძალა არ შესწევს ბავშვს დაუთმოს იმდენი ყურადღება და დრო, ისე, როგორც ბებიამ.
     ასაკოვან ადამიანებს დიდი უპირატესობა აქვთ ჩვენთან შედარებითმეტი დრო აქვთ ფიქრის და ურთიერთობისთვის. სხვათა შორის, უამრავი ნორჩი ტალანტი აღმოაჩინეს არა მშობლებმა, არამედ ბებიებმა და ბაბუებმა. ბებია შეიძლება დაკავდეს შვილიშვილების ხასიათის უმცირესი წახნაგების დახვეწით, რომელთაც მშობლების ხელი ვერ წვდება. შეუძლია ბევრი რამ უამბოს პატარებს, წაუკითხოს წიგნები. სულაც არაა აუცილებელი გენიალური მთხრობელი იყოს. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ სერიოზულად ელაპარაკონ, როგორც უფროსებს და რომ უფროსებისთვისაც საინტერესო იყოს მათთან ურთიერთობა.
მოხუცებს ძალიან უყვართ მოგონებები. ეს ხომ ძალიან კარგია პატარებისთვის, რადგან მათ ოცნება უყვართ. ისინი უკან იყურებიან, ბავშვებიწინ. გამოდის, რომ ისინი ცდილობენ ერთიდაიგივე დაინახონ. პატარას და მოხუცს აქვთ რაღაც საერთო, ის, რაც მათ აახლოებთ, – განსხვავებითპროდუქტიულიასაკის ადამიანებისგან.
     რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც შვილიშვილებს და ბებიაბაბუას შორის არ არის ნამდვილი სიახლოვე, როდესაც ყველაფერი მოსაწყენი ვიზიტებითა და დაბადების დღეზე საჩუქრებით შემოიფარგლება. ბავშვს სჭირდება სრულფასოვანი ადამიანური ურთიერთობები ყველა ნათესავთან და არა მარტო დედმამასთან. არ ღირს მისი სამყაროს ხელოვნურად შევიწროვება.   ბებია საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ ის არის სხვა ადამიანი, რომელიც სულაც არაა ისეთი როგორც თქვენ, .. ეს არის ახალი ურთიერთობების გამოცდილება, რომელიც მოზარდისთვის მნიშვნელოვანია.
     მოხუცები უფრო მძაფრად განიცდიან სიცოცხლის ფასს. ამიტომ ისინი უფრო მეტად აფასებენ შვილიშვილებთან გატარებულ წუთებს, რომელიც მათი გვარის გამგრძელებლები არიან... ჩვენთვის ეს  ჩვეულებრივი ამბავიაბებია და ბაბუასთვის კი ბავშვთან ურთიერთობის წუთები განსაკუთრებული ბედნიერებაა.:)

No comments: