Babies and Parents

28 April 2013

ატმის ღვეზელი Peach Pie


ატმის  ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები:
  • 200გრ კარაქი
  • 200გრ ხაჭო
  • 400გრ მაწონი
  • 3 კვერცხი
  • 3 შაქარი
  • 4 ფქვილი
  • ვანილი, სოდა ძმრით
  • 4 ატამი (მოზრდილი)


     ოდნავ მთბარი კარაქი დავჭრათ კუბიკებად ჯამში, დავუმატოთ შაქარი,  ფქვილი, და ვანილი და ხელით ავურიოთ, ისე, რომ ფხვიერი მასა მივიღოთ. მაწონში გავხსნათ ცოტაოდენი სოდა ძმრით და რომ ამოფუვდება ჩავასხათ ჯამში მომზადებულ მასაში. შემდეგ ვამატებთ ხაჭოს და 1 გახეხილ ატამს, კვერცხს და კარგად ავურევთ. ცომის მასა არ უნდა იყოს სქელი. 15-20 წუთით ცომს ვდებთ მაცივარში.
მანამდე კი 3 მოზრდილ ატამს კანს გავაცლით და მსხვილ ნაჭრებად დავჭრით (ან კუბიკებად).
     ცომს გამოვიღებთ მაცივრიდან, დავასხამთ ცხიმწასმულ ტაფაზე და ხელით ნელნელა გავაბრტყელებთ. შემდეგ ზემოდან მოვაწყობთ ატმებს თანაბრად, ისე, რომ ოდნავ ჩავარჭოთ ცომის მასაში. ცხობას დაახლოებით 50 წთ დასჭირდება, საშუალო ცეცხლზე.
ამ რეცეპტში ატმის ნაცვლად ალუბლებს თუ ჩააწყობთ, ესეც ძალიან გემრიელი გამოდის. გემრიელად მიირთვით!

No comments: