Babies and Parents

12 September 2012

შოკოლადი სახლში გაკეთებული Homemade Chokolate

რძიანი შოკოლადი - სახლში მომზადებული

     შოკოლადის სახლში მომზადება ძალიან ადვილია. ჩემ შვილს ისე უყვარს, რომ სიამოვნებით მეხმარება. 
     პირველად რომ ვცადეთ შოკოლადის მომზადება, დედაჩემის რეცეპტების რვეულში ვიპოვეთ ტრუფელის ძველი რეცეპტი, რომელიც კაკაოს, შაქრის, კარაქის და "მალიშის" გამოყენებით მზადდება. მახსოვს ბავშობაში ძალიან მომწონდა ამ ტრუფელის გემო. თუმცა, ამჯერად გადავწყვიტეთ რაც სახლში მოგვეპოვებოდა, იმით გვეცადა შოკოლადის შექმნა. 



რძიანი შოკოლადის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
კაკაო 100 გრ
შაქარი 200 გრ
კარაქი 100 გრ
შედედებული რძე 100 გრ
წყალი 30 მლ
ვანილი 1 შეკვრა
მარილი 1 მწიკვი
კონიაკი 1 სუფრის კოვზი
რაფსის ზეთი 1 ჩაის კოვზი
შოკოლადის ფილა ცოტაოდენი გახეხილი, ზემოდან მოსაყრელად
ლიმონის ცედრა გემოვნების მიხედვით.

ქვაბში, მაღალ ცეცხლზე მოვადუღოთ კარაქი, წყალი და შედედებული რძე, რომ ადუღდება მერე დავუწევთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე ვამატებთ 100 გრ კაკაოს, თან ხის კოვზით ვურევთ, რომ კარგად შეერიოს მასას, შემდეგ ვამატებთ 200 გრ შაქარს, ვანილს, 1 ს.კ. კონიაკს, ცოტა მარილს ( მარილი უხდება შოკოლადს, გემოზე არ დაეტყობა ცხადია, სამაგიეროდ ამდიდრებს შოკოლადის არომატს), 1 ჩ.კ. რაფსის ზეთს (რაფსის ზეთს ოდნავ თხილის გემო დაჰყვება და ძალიან მოუხდა შოკოლადს. თუ რაფსის ზეთი არ გაქვთ, არაუშავს, მის გარეშეც არომატული შოკოლადი გამოგივათ) და ლიმონის ცედრას. 
შოკოლადის მასას დაბალ ცეცხლზე ნელ-ნელა ვურევთ ხის კოვზით. რომ ადუღდება, 5 წუთიც საკმარისია იდუღოს და შემდეგ გამოვრთავთ ცეცხლს. დავდგამთ მასას გასაგრილებლად. 2 საათი მაინც სჭირდება რომ კარგად გაცივდეს. 
შემდეგ ამ მასისგან ხელით გავაკეთებთ პატარა ბურთულებს და დავალაგებთ თეფშზე.
ზემოდან მოვაყრით გახეხილ შოკოლადს ან კაკაოს. შევდგამთ მაცივარში,  3- 4 საათის შემდეგ მიიღებთ უგემიელეს, რბილ და არომატულ შოკოლადს.
გემრიელად მიირთვით თქვენს პატარებთან ერთად:)

3 comments:

Tina Nadiradze said...

ნიამ, ნიამ !!!! მეც სიამოვნებით მოვამზადებ.

Tina Nadiradze said...

გილოცავ დაბადების დღეს, ირენ! ! ! !
LOVE KISS

irendesign said...

დიდი მადლობა თინი:)